გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/892
სათაური: უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენა
ავტორები: ფიფია, ცირა 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: აბრევიატურები
უძრავი ქონება
კეთილსინდისიერი შეძენა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
საკუთრების უფლება ადამიანის კონსტიტუციით აღიარებული და დაცული
უფლებაა.
„საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური
ღირებულებაა. საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება,
დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს
ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია.“

საკუთრების უფლება მჭიდრო კავშირშია ადამიანის თავისუფლებასთან,
ვინაიდან სწორედ საკუთრების უფლება განაპირობებს ადამიანის არსებობასა და
საქმიანობის ქონებრივ საფუძვლებს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს
ადამიანის დამოუკიდებელი ცხოვრების ჩამოყალიბებასა და მის მართვაზე.

აქედან გამომდინარე, ყოველ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო
ვალდებულია შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება
საკუთრების უფლებით სარგებლობა. სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებაა,
რომ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებების განხორციელებისაგან, რაც საკუთრების
უფლებაში ჩარევას განაპირობებენ, პოზიტიური ვალდებულება კი-ისეთი
სამართლებრივი სისტემის შექმნას ავალდებულებს, რომლითაც
უზრუნველყოფილი და დაცული იქნება სამართლიანი ბალანსი საზოგადოების
წევრებს შორის.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია უძრავ ნივთზე საკუთრების
კეთილსინდისიერი შეძენის პრაქტიკულ-სამართლებრივი მოწესრიგება.
განსახილველი თემა აქტუალურია, რამდენადაც უძრავი ნივთის
კეთილსინდისიერი შემძენისა და ნივთის მესაკუთრის ინტერესთა
დაპირისპირებისას, არ არსებობს საკითხის ერთგვაროვანი გადაწყვეტის გზა,
უფრო მეტიც, ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს არა მარტო
სამეცნიერო ლიტერატურაში, არამედ სასამართლო დონეზეც კი. გარდა ამისა,
საკითხის გარშემო არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება არ არის
სრუყოფილი და საჭიროებს გარკვეული სახის ცვლილებების შეტანას.
URI: https://openscience.ge/handle/1/892
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro fifia.pdfუძრავ ნივთზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენა1.02 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

148
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,847
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.