Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/892
Title: უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენა
Authors: ფიფია, ცირა 
Advisor: რუსიაშვილი, გიორგი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: აბრევიატურები
უძრავი ქონება
კეთილსინდისიერი შეძენა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
საკუთრების უფლება ადამიანის კონსტიტუციით აღიარებული და დაცული
უფლებაა.
„საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური
ღირებულებაა. საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება,
დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს
ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია.“

საკუთრების უფლება მჭიდრო კავშირშია ადამიანის თავისუფლებასთან,
ვინაიდან სწორედ საკუთრების უფლება განაპირობებს ადამიანის არსებობასა და
საქმიანობის ქონებრივ საფუძვლებს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს
ადამიანის დამოუკიდებელი ცხოვრების ჩამოყალიბებასა და მის მართვაზე.

აქედან გამომდინარე, ყოველ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო
ვალდებულია შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება
საკუთრების უფლებით სარგებლობა. სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებაა,
რომ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებების განხორციელებისაგან, რაც საკუთრების
უფლებაში ჩარევას განაპირობებენ, პოზიტიური ვალდებულება კი-ისეთი
სამართლებრივი სისტემის შექმნას ავალდებულებს, რომლითაც
უზრუნველყოფილი და დაცული იქნება სამართლიანი ბალანსი საზოგადოების
წევრებს შორის.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია უძრავ ნივთზე საკუთრების
კეთილსინდისიერი შეძენის პრაქტიკულ-სამართლებრივი მოწესრიგება.
განსახილველი თემა აქტუალურია, რამდენადაც უძრავი ნივთის
კეთილსინდისიერი შემძენისა და ნივთის მესაკუთრის ინტერესთა
დაპირისპირებისას, არ არსებობს საკითხის ერთგვაროვანი გადაწყვეტის გზა,
უფრო მეტიც, ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს არა მარტო
სამეცნიერო ლიტერატურაში, არამედ სასამართლო დონეზეც კი. გარდა ამისა,
საკითხის გარშემო არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება არ არის
სრუყოფილი და საჭიროებს გარკვეული სახის ცვლილებების შეტანას.
URI: https://openscience.ge/handle/1/892
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro fifia.pdfუძრავ ნივთზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენა1.02 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

147
checked on Apr 23, 2024

Download(s)

1,844
checked on Apr 23, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.