გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/889
სათაური: კორპორაციული საფარველის გარღვევა შეზღუდული პასუხისმგებლობისას საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების დროს
სხვა სათაურები: ამავდროულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს N ას-1307-1245-2014 გადაწყვეტილების კრიტიკისათვის
ავტორები: ნოზაძე, მარიამ 
ხელმძღვანელი: ბურდული, ირაკლი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გადასახადებისათვის თავის არიდება
პარტნიორის პასუხისმგებლობა
დირექტორის პასუხისმგებლობა
სოლიდარული და სუბსიდიური პასუხისმგებლობა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფორმა მნიშვნელოვანი
მონაპოვარია სამართლის ისტორიაში. სწორედ ეს ინსტიტუტია, რომელიც აძლევს
პირებს სტიმულს, თამამად წამოიწყონ სამეწარმეო საქმიანობა, რაც, საბოლოო ჯამში,
სახელმწიფოს ეკონომიკაზე აისახება. კორპორაციის ამგვარი სტრუქტურა,
დამფუძნებელ პარტნიორს, აძლევს საშუალებას, კომპანიის პასუხისმგებლობა,
კრედიტორების წინაშე, კომპანიისავე ქონებით შემოფარგლოს, თავად კი დარჩეს
დაცული მისი ვალდებულებებისაგან. თუმცა, ასეთი პრივილეგია, ყოველთვის თავის
ტკივილია კრედიტორებისთვის, ვინაიდან, შესაძლოა, ერთხელაც, ასეთი
საწარმოსგან, ვალდებულების შესრულება მოითხოვო და აღმოაჩინო, რომ
ამისათვის, მას საკმარისი სახსრები არ გააჩნია. ასეთი შედეგი, სამეწარმეო
საქმიანობის რისკებიდან გამომდინარე, ბუნებრივია და კანონის თვალშიც
ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, პრობლემა მაშინ იჩენს თავს, თუ კი
პირები, შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივ ფორმას, ბოროტად
გამოიყენებენ და ამით კრედიტორებს აყენებენ უსამართლო ზიანს. იქ, სადაც
არსებობს პრივილეგია, ასევე არსებობს ალბათობა იმისა, რომ მას, პირები, ბოროტად
გამოიყენებენ. ასეთი ქმედების შედეგები, შეიძლება, განსაკუთრებით მწვავე
აღმოჩნდეს, როდესაც გადახდისუუნარო საწარმოს კრედიტორი თავად
სახელმწიფოა.
საგადასახადო ვალდებულებიდან გამომდინარე, გადასახადების გადამხდელად
რეგისტრირებული პირი, ვალდებულია გადაიხადოს საგადასახადო კოდექსით
დადგენილი გადასახადი, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გადასახადებისათვის თავის არიდება, ქართული კანონმდებლობით, დანაშაულებრივ
ქმედებას წარმოადგენს. ამ დროს, პირები, გადასახადების დამალვით, თავს არიდებენ
კუთვნილ ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო კი იმ კორპორაციული
საფარველის წყალობით, რომლითაც საწარმოს უკან მოქმედი პირები იმოსებიან,
შესაძლოა, დაზარალებული აღმოჩნდეს. ასეთი შედეგების წინააღმდეგ, გამჭოლი
პასუხისგებლობის დოქტრინა ეფექტური ინსტიტუტია, რომლის გამოყენებაც,
ქართული სამართლის პრაქტიკაში, უახლეს და უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს
წარმოადგენს. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება მწირია, თუმცა, ამის მიზეზებს,
საქართველოში განვითარებული მოვლენები, ნათლად წარმოაჩენს.
URI: https://openscience.ge/handle/1/889
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro nozadze.pdfკორპორაციული საფარველის გარღვევა შეზღუდული პასუხისმგებლობისას საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების დროს1.09 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

233
checked on May 2, 2024

გადმოწერა

4,369
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.