Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/889
Title: კორპორაციული საფარველის გარღვევა შეზღუდული პასუხისმგებლობისას საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების დროს
Other Titles: ამავდროულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს N ას-1307-1245-2014 გადაწყვეტილების კრიტიკისათვის
Authors: ნოზაძე, მარიამ 
Advisor: ბურდული, ირაკლი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: გადასახადებისათვის თავის არიდება
პარტნიორის პასუხისმგებლობა
დირექტორის პასუხისმგებლობა
სოლიდარული და სუბსიდიური პასუხისმგებლობა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფორმა მნიშვნელოვანი
მონაპოვარია სამართლის ისტორიაში. სწორედ ეს ინსტიტუტია, რომელიც აძლევს
პირებს სტიმულს, თამამად წამოიწყონ სამეწარმეო საქმიანობა, რაც, საბოლოო ჯამში,
სახელმწიფოს ეკონომიკაზე აისახება. კორპორაციის ამგვარი სტრუქტურა,
დამფუძნებელ პარტნიორს, აძლევს საშუალებას, კომპანიის პასუხისმგებლობა,
კრედიტორების წინაშე, კომპანიისავე ქონებით შემოფარგლოს, თავად კი დარჩეს
დაცული მისი ვალდებულებებისაგან. თუმცა, ასეთი პრივილეგია, ყოველთვის თავის
ტკივილია კრედიტორებისთვის, ვინაიდან, შესაძლოა, ერთხელაც, ასეთი
საწარმოსგან, ვალდებულების შესრულება მოითხოვო და აღმოაჩინო, რომ
ამისათვის, მას საკმარისი სახსრები არ გააჩნია. ასეთი შედეგი, სამეწარმეო
საქმიანობის რისკებიდან გამომდინარე, ბუნებრივია და კანონის თვალშიც
ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, პრობლემა მაშინ იჩენს თავს, თუ კი
პირები, შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივ ფორმას, ბოროტად
გამოიყენებენ და ამით კრედიტორებს აყენებენ უსამართლო ზიანს. იქ, სადაც
არსებობს პრივილეგია, ასევე არსებობს ალბათობა იმისა, რომ მას, პირები, ბოროტად
გამოიყენებენ. ასეთი ქმედების შედეგები, შეიძლება, განსაკუთრებით მწვავე
აღმოჩნდეს, როდესაც გადახდისუუნარო საწარმოს კრედიტორი თავად
სახელმწიფოა.
საგადასახადო ვალდებულებიდან გამომდინარე, გადასახადების გადამხდელად
რეგისტრირებული პირი, ვალდებულია გადაიხადოს საგადასახადო კოდექსით
დადგენილი გადასახადი, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გადასახადებისათვის თავის არიდება, ქართული კანონმდებლობით, დანაშაულებრივ
ქმედებას წარმოადგენს. ამ დროს, პირები, გადასახადების დამალვით, თავს არიდებენ
კუთვნილ ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო კი იმ კორპორაციული
საფარველის წყალობით, რომლითაც საწარმოს უკან მოქმედი პირები იმოსებიან,
შესაძლოა, დაზარალებული აღმოჩნდეს. ასეთი შედეგების წინააღმდეგ, გამჭოლი
პასუხისგებლობის დოქტრინა ეფექტური ინსტიტუტია, რომლის გამოყენებაც,
ქართული სამართლის პრაქტიკაში, უახლეს და უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს
წარმოადგენს. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება მწირია, თუმცა, ამის მიზეზებს,
საქართველოში განვითარებული მოვლენები, ნათლად წარმოაჩენს.
URI: https://openscience.ge/handle/1/889
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro nozadze.pdfკორპორაციული საფარველის გარღვევა შეზღუდული პასუხისმგებლობისას საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების დროს1.09 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

228
checked on Apr 19, 2024

Download(s)

4,342
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.