გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/887
სათაური: სასამართლოს ჩარევის ფარგლები საარბიტრაჟო წარმოებაში ქართული კანონმდებლობის თანახმად
ავტორები: ელიზბარაშვილი, თამარ 
ხელმძღვანელი: მაჩაიძე, ოთარ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: არბიტრაჟი
სასამართლო
სარჩელი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოს შიგნით არსებულმა საბაზრო ეკონომიკური
პროცესების და ურთიერთობების მზარდმა ტენდენციებმა, წარმოქმნილი დავების
განხილვის მიზნით, საჭირო გახადა ჩამოყალიბებულიყო უფრო მოქნილი და
ოპტიმალური საშუალება. სწორედ ასეთ ინსტიტუტს წარმოადგენს არბიტრაჟი,
რომლის აქტუალობა, დღესდღეისობით, უფრო და უფრო იზრდება.
არსებობს მოსაზრება, რომ არბიტრაჟი სასამართლის პირველსახეა,
ვინაიდან
სასამართლოების ჩამოყალიბებამდეც არსებობდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული
საშუალებები, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით, ზუსტად მიესადაგება არბიტრაჟის
არსს. სასამართლო ხელისუფლების განვითარების ეტაპზე კი მათი როლი
საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, ამჟამინდელი გლობალიზაციის და სავაჭრო
ურთიერთობების პირობებში, სასამართლოს განტვირთვის და დავის სწრაფად და
ეფექტურად მოგვარების მიზნიდან გამომდინარე, არბიტრაჟის პოპულარობა
დღითიდღე მატულობს.
არბიტრაჟთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტაციას წარმოადგენენ 1958
წლის ნიუ-იორკის კონვენცია, “უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა
და აღსრულების შესახებ” და 1985 წელს UNCITRAL-ის (გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისია) მიერ გამოშვებული
„საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მოდელური კანონი“, 2006 წელს შესული
ცვლილებების გათვალისწინებით.
ეს უკანასკნელი ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ
სახელმწიფოებმა, რომელთაც არ გააჩნიათ საარბიტრაჟო კანონმდებლობა, შექმნან იგი
უკვე გამზადებული მოდელის მიხედვით, ან მისით შეცვალონ მოძველებული
საარბიტრაჟო კანონმდებლობა.
საქართველოში, 1997 წლის 17 აპრილს, მიღებულ იქნა კანონი „კერძო არბიტრაჟის
შესახებ“, რომელიც წარმოადგენდა ნოვაციას ქვეყნის მატერიალურ სამართლებრივ
სივრცეში, ასევე ადგენდა ახალ შესაძლებლობებს სამოქალაქო დავების გადაწყვეტის
ალტერნატიული მეთოდების მეშვეობით, რითაც ზღუდავდა სასამართლოს
უფლებამოსილებას, როგორც ამ მომენტამდე ერთადერთ სამოქალაქო დავების
განმხილველ ორგანოს.
თუმცა, იგი არ ითვალისწინებდა მოდელური კანონის
პრინციპებსა და წესებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/887
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro elizbarashvili.pdfსასამართლოს ჩარევის ფარგლები საარბიტრაჟო წარმოებაში ქართული კანონმდებლობის თანახმად1.18 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

111
checked on May 18, 2024

გადმოწერა

1,371
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.