Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/887
Title: სასამართლოს ჩარევის ფარგლები საარბიტრაჟო წარმოებაში ქართული კანონმდებლობის თანახმად
Authors: ელიზბარაშვილი, თამარ 
Advisor: მაჩაიძე, ოთარ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: არბიტრაჟი
სასამართლო
სარჩელი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოს შიგნით არსებულმა საბაზრო ეკონომიკური
პროცესების და ურთიერთობების მზარდმა ტენდენციებმა, წარმოქმნილი დავების
განხილვის მიზნით, საჭირო გახადა ჩამოყალიბებულიყო უფრო მოქნილი და
ოპტიმალური საშუალება. სწორედ ასეთ ინსტიტუტს წარმოადგენს არბიტრაჟი,
რომლის აქტუალობა, დღესდღეისობით, უფრო და უფრო იზრდება.
არსებობს მოსაზრება, რომ არბიტრაჟი სასამართლის პირველსახეა,
ვინაიდან
სასამართლოების ჩამოყალიბებამდეც არსებობდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული
საშუალებები, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით, ზუსტად მიესადაგება არბიტრაჟის
არსს. სასამართლო ხელისუფლების განვითარების ეტაპზე კი მათი როლი
საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, ამჟამინდელი გლობალიზაციის და სავაჭრო
ურთიერთობების პირობებში, სასამართლოს განტვირთვის და დავის სწრაფად და
ეფექტურად მოგვარების მიზნიდან გამომდინარე, არბიტრაჟის პოპულარობა
დღითიდღე მატულობს.
არბიტრაჟთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტაციას წარმოადგენენ 1958
წლის ნიუ-იორკის კონვენცია, “უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა
და აღსრულების შესახებ” და 1985 წელს UNCITRAL-ის (გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისია) მიერ გამოშვებული
„საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მოდელური კანონი“, 2006 წელს შესული
ცვლილებების გათვალისწინებით.
ეს უკანასკნელი ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ
სახელმწიფოებმა, რომელთაც არ გააჩნიათ საარბიტრაჟო კანონმდებლობა, შექმნან იგი
უკვე გამზადებული მოდელის მიხედვით, ან მისით შეცვალონ მოძველებული
საარბიტრაჟო კანონმდებლობა.
საქართველოში, 1997 წლის 17 აპრილს, მიღებულ იქნა კანონი „კერძო არბიტრაჟის
შესახებ“, რომელიც წარმოადგენდა ნოვაციას ქვეყნის მატერიალურ სამართლებრივ
სივრცეში, ასევე ადგენდა ახალ შესაძლებლობებს სამოქალაქო დავების გადაწყვეტის
ალტერნატიული მეთოდების მეშვეობით, რითაც ზღუდავდა სასამართლოს
უფლებამოსილებას, როგორც ამ მომენტამდე ერთადერთ სამოქალაქო დავების
განმხილველ ორგანოს.
თუმცა, იგი არ ითვალისწინებდა მოდელური კანონის
პრინციპებსა და წესებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/887
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro elizbarashvili.pdfსასამართლოს ჩარევის ფარგლები საარბიტრაჟო წარმოებაში ქართული კანონმდებლობის თანახმად1.18 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

111
checked on May 5, 2024

Download(s)

1,370
checked on May 5, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.