გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/886
სათაური: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მასთან დაკავშირებული პრობლემები სამოქალაქო საპროცესო სამართალში
ავტორები: პატარაია, ილია 
ხელმძღვანელი: კვანტალიანი, ნუნუ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სარჩელის უზრუნველყოფა
დროებითი ღონისძიება
სარჩელი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა
და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა.
დროული, სამართლიანი, მიუკერძოებელი, შეჯიბრებითობისა და სხვა პრინციპების
მიუმხრობელი დაცვა მართლმსაჯულებას ეფექტურად განახორციელებს.
ეს კი
სხვადასხვა სამართლებრივი საშუალებითაა შესაძლებელი, რომელთა კლასიფიკაციის
დროს მნიშვნელოვანია უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის, როგორც პირთა
უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტისთვის, კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
ნორმებში სათანადო ადგილის მინიჭება.
2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა
ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს ევროკავშირთან მრავალმხრივ და
ეტაპობრივ ინტეგრაციას, თავისუფალი ვაჭრობით ევროკავშირის შიდა ეკონომიკურ
სივრცესთან კავშირს შეუწყო ხელი. ამის წინაპირობა კი მუშა შიდა სამართლებრივი
რეგულაციების ევროკავშირის სამართლებრივ მექანიზმებთან შესაბამისობაა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამფუძნებლო
დოკუმენტებით დაცულ უფლებათა შორის მოწინავე ადგილს, სწორედ,
უზრუნველყოფის ღონისძებები
იკავებს.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების აქტუალობა თანამედროვე
სამართლებრივ გარემოში საკმაოდ მკაფიო და თვალშისაცემია. დიდი ხნის
გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დავის სწორად
გადაწყვეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკიცებულებების გადამალვის, ან
ქონების წინააღმდეგ მიმართული მავნებლური ქმედებების დასაცავად სასამართლოთა
ჩართულობამ, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიებების დაწესებაში გამოიხატება,
იმპერატიული ხასიათი მიიღო.
ეს ბუნებრივიცაა. პირი, რომლის უფლებები დაირღვა
და ის სასამართლოსადმი მიმართვის წესით ცდილობს ნივზე, ან უფლებაზე თავისი
სამოქალაქო-სამართლებრივი კავშირის აღდგენას, თუ განმტკიცებას, ნამდვილად არ
სურს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე დავის საგანი, ან მისი სამართლებრივი ინტერესის სფეროში არსებული ობიექტი აღარ არსებობდეს, რაც მას
იურიდიულად უსუსურს ხდის. იმ პირობებში, რომ დღევანდელ სამყაროში ნივთის
გასხვისება პრობლემებთან არ არის დაკავშირებული, მოსარჩელის ინტერესის სფეროში
არსებული, მაგ, ნივთი, ვებ-საიტის მეშვეობით შესაძლოა რამდენიმე წუთში გაიყიდოს,
მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება კი აღსასრულებლად
საკმაოდ პრობლემატური გახდეს.
URI: https://openscience.ge/handle/1/886
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro pataraia.pdfსარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მასთან დაკავშირებული პრობლემები სამოქალაქო საპროცესო სამართალში1.17 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

268
checked on May 17, 2024

გადმოწერა

2,169
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.