Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მასთან დაკავშირებული პრობლემები სამოქალაქო საპროცესო სამართალში
 
  • Details
Options

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მასთან დაკავშირებული პრობლემები სამოქალაქო საპროცესო სამართალში

Date Issued
2019
Author(s)
პატარაია, ილია  
Advisor(s)
კვანტალიანი, ნუნუ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/886
Abstract
მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა
და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა.
დროული, სამართლიანი, მიუკერძოებელი, შეჯიბრებითობისა და სხვა პრინციპების
მიუმხრობელი დაცვა მართლმსაჯულებას ეფექტურად განახორციელებს.
ეს კი
სხვადასხვა სამართლებრივი საშუალებითაა შესაძლებელი, რომელთა კლასიფიკაციის
დროს მნიშვნელოვანია უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის, როგორც პირთა
უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტისთვის, კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
ნორმებში სათანადო ადგილის მინიჭება.
2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა
ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს ევროკავშირთან მრავალმხრივ და
ეტაპობრივ ინტეგრაციას, თავისუფალი ვაჭრობით ევროკავშირის შიდა ეკონომიკურ
სივრცესთან კავშირს შეუწყო ხელი. ამის წინაპირობა კი მუშა შიდა სამართლებრივი
რეგულაციების ევროკავშირის სამართლებრივ მექანიზმებთან შესაბამისობაა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამფუძნებლო
დოკუმენტებით დაცულ უფლებათა შორის მოწინავე ადგილს, სწორედ,
უზრუნველყოფის ღონისძებები
იკავებს.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების აქტუალობა თანამედროვე
სამართლებრივ გარემოში საკმაოდ მკაფიო და თვალშისაცემია. დიდი ხნის
გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დავის სწორად
გადაწყვეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკიცებულებების გადამალვის, ან
ქონების წინააღმდეგ მიმართული მავნებლური ქმედებების დასაცავად სასამართლოთა
ჩართულობამ, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიებების დაწესებაში გამოიხატება,
იმპერატიული ხასიათი მიიღო.
ეს ბუნებრივიცაა. პირი, რომლის უფლებები დაირღვა
და ის სასამართლოსადმი მიმართვის წესით ცდილობს ნივზე, ან უფლებაზე თავისი
სამოქალაქო-სამართლებრივი კავშირის აღდგენას, თუ განმტკიცებას, ნამდვილად არ
სურს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე დავის საგანი, ან მისი სამართლებრივი ინტერესის სფეროში არსებული ობიექტი აღარ არსებობდეს, რაც მას
იურიდიულად უსუსურს ხდის. იმ პირობებში, რომ დღევანდელ სამყაროში ნივთის
გასხვისება პრობლემებთან არ არის დაკავშირებული, მოსარჩელის ინტერესის სფეროში
არსებული, მაგ, ნივთი, ვებ-საიტის მეშვეობით შესაძლოა რამდენიმე წუთში გაიყიდოს,
მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება კი აღსასრულებლად
საკმაოდ პრობლემატური გახდეს.
Subjects

სარჩელის უზრუნველყოფა...

დროებითი ღონისძიება

სარჩელი

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro pataraia.pdf

Description
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მასთან დაკავშირებული პრობლემები სამოქალაქო საპროცესო სამართალში
Size

1.14 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):391953dbefc02d3bb29c078484581f4d

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact