გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/807
სათაური: სტუდენტთა წიგნიერების ხარისხის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
ავტორები: ლეკიაშვილი, მარიამ 
ხელმძღვანელი: ჭკუასელი, ეთევან 
ხარისხის სახელი: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: განათლების მეცნიერებები / Education Sciences
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სტუდენტები
წიგნიერების ხარისხი
უმაღლესი სასწავლებელი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The present paper is devoted to the study of the quality of student literacy in the higher education
institutions in Georgia.
In the 21st century, each of us constantly receives huge volume information. The development of
digital technologies makes every human being, at the same time, become a media user, as well as an
author of media product. Today, the problem is not to find information, but it is to clarify the huge
flow of information. The separation of fact and opinion has become one of the biggest challenges of
our time.
The development of technologies has changed the requirements of the market and the
competencies of people accordingly. There is a wide-ranging education (poly education) that
requires a wide range of skills. Nowadays, knowledge of any professions is no longer sufficient for a
person to establish in society and to become a full member. For this he/she should possess a wide
set of competences. A certain set of skills is needed for efficient use of information.
Literacy involves a combination of all the skills needed for self-governing actions. Literacy is one of
the major, key competences in the modern word. Reading and writing skills significantly affects
the formation of individual as a citizen and his success in any field of activity. Therefore, the
development of literacy is paid relevant attention to the preschool and school, and the higher
education level.

ინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი შეეხება სტუდენტთა წიგნიერების ხარისხის
კვლევას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
21-ე საუკუნეში თითოეული ჩვენგანი გამუდმებით იღებს უზარმაზარი მოცულობის
ინფორმაციას. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება თითოეულ ადამიანს, ერთსა და
იმავე დროს, აქცევს როგორც მედიამომხმარებლად, ასევე, მედიაპროდუქტის ავტორად.
დღეს, პრობლემას ინფორმაციის მოძიება კი არა, უკვე ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში
გარკვევა წარმოადგენს. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა ერთმანეთისაგან ჩვენი დროის
ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა.
ტექნოლოგიების განვითარებამ შეცვალა ბაზრისა და შესაბამისად ადამიანების
კომპეტენციათა მიმართ მოთხოვნები. გაჩნდა ფართო განათლება (პოლიგანათლება),
რომელიც ადამიანისგან ფართო უნარ-ჩვევების სპექტრს მოითხოვს. დღეს რომელიმე
პროფესიის ცოდნა აღარაა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა თავი დაიმკვიდროს
საზოგადოებაში და გახდეს მისი სრულფასოვანი წევრი. ამისათვის იგი უნდა ფლობდეს
კომპეტენციათა ფართო ჩამონათვალს. საჭირო ხდება უნართა გარკვეული ნაკრები
ინფორმაციის ეფექტურად გამოსაყენებლად.
წიგნიერება თავის თავში გულისხმობს ყველა იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობას,
რომელიც ადამიანს თვითმართული ქმედებებისთვის სჭირდება. წიგნიერება თანამედროვე
მსოფლიოში ერთ-ერთი ძირითადი, საკვანძო კომპეტენციაა. კითხვისა და წერის უნარები
მნიშვნელოვნად განაპირობებს ინდივიდის მოქალაქედ ჩამოყალიბებასა და მის წარმატებას
საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ამიტომ წიგნიერების განვითარებას სათანადო
ყურადღება ეთმობა როგორც სკოლამდელ და სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების
საფეხურზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/807
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro lekiashvili.pdfსტუდენტთა წიგნიერების ხარისხის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში2.7 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

126
checked on May 19, 2024

გადმოწერა

917
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.