Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/807
Title: სტუდენტთა წიგნიერების ხარისხის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
Authors: ლეკიაშვილი, მარიამ 
Advisor: ჭკუასელი, ეთევან 
Degree Name: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
Degree Discipline: განათლების მეცნიერებები / Education Sciences
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სტუდენტები
წიგნიერების ხარისხი
უმაღლესი სასწავლებელი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The present paper is devoted to the study of the quality of student literacy in the higher education
institutions in Georgia.
In the 21st century, each of us constantly receives huge volume information. The development of
digital technologies makes every human being, at the same time, become a media user, as well as an
author of media product. Today, the problem is not to find information, but it is to clarify the huge
flow of information. The separation of fact and opinion has become one of the biggest challenges of
our time.
The development of technologies has changed the requirements of the market and the
competencies of people accordingly. There is a wide-ranging education (poly education) that
requires a wide range of skills. Nowadays, knowledge of any professions is no longer sufficient for a
person to establish in society and to become a full member. For this he/she should possess a wide
set of competences. A certain set of skills is needed for efficient use of information.
Literacy involves a combination of all the skills needed for self-governing actions. Literacy is one of
the major, key competences in the modern word. Reading and writing skills significantly affects
the formation of individual as a citizen and his success in any field of activity. Therefore, the
development of literacy is paid relevant attention to the preschool and school, and the higher
education level.

ინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი შეეხება სტუდენტთა წიგნიერების ხარისხის
კვლევას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
21-ე საუკუნეში თითოეული ჩვენგანი გამუდმებით იღებს უზარმაზარი მოცულობის
ინფორმაციას. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება თითოეულ ადამიანს, ერთსა და
იმავე დროს, აქცევს როგორც მედიამომხმარებლად, ასევე, მედიაპროდუქტის ავტორად.
დღეს, პრობლემას ინფორმაციის მოძიება კი არა, უკვე ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში
გარკვევა წარმოადგენს. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა ერთმანეთისაგან ჩვენი დროის
ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა.
ტექნოლოგიების განვითარებამ შეცვალა ბაზრისა და შესაბამისად ადამიანების
კომპეტენციათა მიმართ მოთხოვნები. გაჩნდა ფართო განათლება (პოლიგანათლება),
რომელიც ადამიანისგან ფართო უნარ-ჩვევების სპექტრს მოითხოვს. დღეს რომელიმე
პროფესიის ცოდნა აღარაა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა თავი დაიმკვიდროს
საზოგადოებაში და გახდეს მისი სრულფასოვანი წევრი. ამისათვის იგი უნდა ფლობდეს
კომპეტენციათა ფართო ჩამონათვალს. საჭირო ხდება უნართა გარკვეული ნაკრები
ინფორმაციის ეფექტურად გამოსაყენებლად.
წიგნიერება თავის თავში გულისხმობს ყველა იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობას,
რომელიც ადამიანს თვითმართული ქმედებებისთვის სჭირდება. წიგნიერება თანამედროვე
მსოფლიოში ერთ-ერთი ძირითადი, საკვანძო კომპეტენციაა. კითხვისა და წერის უნარები
მნიშვნელოვნად განაპირობებს ინდივიდის მოქალაქედ ჩამოყალიბებასა და მის წარმატებას
საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ამიტომ წიგნიერების განვითარებას სათანადო
ყურადღება ეთმობა როგორც სკოლამდელ და სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების
საფეხურზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/807
Appears in Collections:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro lekiashvili.pdfსტუდენტთა წიგნიერების ხარისხის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში2.7 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

126
checked on May 2, 2024

Download(s)

913
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.