გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/779
სათაური: პრობლემური ქცევასთან დაკავშირებული ფაქტორები ქართველ მოზარდებში : აღზრდის სტილი, თვითეფექტურობა და თვითრეგულაცია
ავტორები: სიმსივე, ანი 
ხელმძღვანელი: არუთინოვი, ლუიზა 
ხარისხის სახელი: MSc in Psychology (Psychological assessment and counseling of child and adolescent)
ფსიქოლოგიის მაგისტრი (ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება)
სასწავლო პროგრამის სახელი: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება. Program title: Child and Adolescent Psychological Assessment and Counseling
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: პრობლემური ქცევა
აღზრდის სტილი
ვითეფექტურობა
ვითრეგულაცია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Age of adolescence is one of the most sensitive phases in terms of behavioral problems. Problematic
behavior of adolescents and related issues is urgent for almost all levels of public institution involved in
parenting style, prevention and rehabilitation process, including the family, school, crime prevention
agencies or the probation services.
Despite the actuality of problematic behavior there is small number of researches that examine the
characteristics of the problem of Georgian teenagers. This work focuses on studying this issue in this
context and aims to study individual or social characteristics associated with problematic behavior.
200 adults aged between 12 and 17 years (87 boys and 113 girls) took part in this research. Among them
were Tbilisi 21st, 115th, 55th public and European school students.
The main variables of research are: the problematic behaviour of adolescent (delinquency, substance
abuse), social variables - parenting style (liberal, authoritative and authoritarian style) and personal
variables - self-regulation and self-efficacy. Quantitative research methods are used to collect data. The
survey is based on a self-administered questionnaire.
As for research instruments, parenting style questionnaire (PAQ) was used to study the upbringing style.
Adult self-regulation questionnaire (ASRI) is used for assessing self-regulation skills, which is a
measurement tool based on a theoretical basis and evaluates the short-term and long-term self-regulation.
The use of social resources, the process of learning, extra-curricular activities, the effectiveness of selfregulation, the effectiveness of aeration of behavior and the implementation of social activities are used to
assess beliefs in self-efficacy within the scale of self-efficacy of children and adolescents written by
Bandura. For the assessment of problematic behavior of adolescents ordinar scale is used to measure two
types of problematic behaviors, namely: 1. Delincuency, including theft, vandalism, physical aggression 2.
Substances abuse, including the frequency of consumption of cigarettes and drugs.
An analysis of the data obtained showed that the social and individual factors used in the study are
statistically significant with regard to vulnerability to problematic behavior among Georgian adolescents.
In particular a low index of problematic behavior is associated with the style and self-regulation of
authoritarian education. Also, high index of problematic behavior is mostly associated with boys, than
girls and the chance of problematic behavior raises through the age. Parenting style independently
influences behavioral behavior without the intervention of individual factors.

მოზარდობის ასაკი ქცევითი პრობლემების გამოვლენის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე
სენსიტიური ეტაპია. მოზარდების პრობლემური ქცევა და მასთან დაკავშირებული საკითხები
აქტუალურია აღზრდის, პრევენციისა და რეაბილიტაციის პროცესში ჩართული თითქმის ყველა
დონის საზოგადოებრივი ინსტიტუტისათვის - მათ შორის ოჯახის, სკოლის, დანაშაულის
პრევენციისა თუ პრობაციის სააგენტოებისათვის.
პრობლემური ქცევის აქტუალობის მიუხედავად, მწირია იმ კვლევების რაოდენობა, რომლებიც
სიღმისეულად შეისწავლიან ქართველი მოზარდების პრობლემურ ქცევასთან დაკავშირებულ
მახასიათებლებს. მოცემული ნაშრომი ორიენტირებულია საკითხის ამ კუთხით შესწავლაზე და
მიზნად ისახავს პრობლემური ქცევასთან დაკავშირებული ინდივიდუალური თუ სოციალური
მახასიათებლების შესწავლას.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 12-დან 17 წლამდე 200 მოზარდმა (87 ბიჭი, 113 გოგო). მათ შორის
იყვნენ თბილისის 21-ე , 115-ე, 55-ე საჯარო და ევროპული სკოლის მოსწავლეები.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, კვლევის მთავარი ცვლადებია: მოზარდების პრობლემური
ქცევა ( დელიკვენტობა, ალკოჰოლისა და ნივთიერებათა (მარიხუანას) გამოყენება), სოციალური
ცვლადები - აღზრდის სტილი ( ლიბერალური, ავტორიტეტული და ავტორიტარული აღზრდის
სტილი) და პიროვნული ცვლადები - თვითრეგულაცია და თვითეფექტურობა. მონაცემთა
მოპოვებისთვის გამოიყენება რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. კერძოდ, გამოკითხვა ხდება
თვითანგარიშის კითხვარის საფუძველზე.
რაც შეეხება კვლევის ინსტრუმენტებს, აღზრდის სტილის საკვლევად გამოიყენებოდა მშობლის
აღზრდის სტილის კითხვარი (PAQ). თვითრეგულაციის უნარის შეფასებისთვის გამოიყენება
მოზარდთა თვითრეგულაციის კითხვარი (ASRI), რომელიც თეორიულ საფუძველზე
დამყარებული თვითრეგულაციის საზომი ინსტრუმენტია და აფასებს ხანმოკლე და ხანგრძლივი
თვითრეგულაციის უნარს. თვითეფექტურობის რწმენების შესაფასებლად გამოიყენება „ბავშვთა
და მოზარდთა თვითეფექტურობის სკალის“ (Bandura) კვლევისთვის რელევანტური ქვესკალები,
კერძოდ: სოციალური რესურსების გამოყენება, სწავლის პროცესის წარმართვა,
ექსტრაკურიკულარული აქტივობები, თვითრეგულაციის ეფექტურობა, ასერტული ქცევის
განხორციელების ეფექტურობა, სოციალური აქტივობების შესრულება. ხოლო მოზარდთა
პრობლემური ქცევის შეფასებისათვის გამოიყენება რიგის სკალა, რომელიც ზომავს ორი ტიპის
პრობლემურ ქცევას, კერძოდ, ესაა: 1. დელიკვენტური ქცევა, მათ შორის ქურდობა, ვანდალიზმი,
ფიზიკური აგრესია 2. ნივთიერებების ბოროტად გამოყენება, მათ შორის სიგარეტისა და
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სიხშირე.
მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კვლევაში გამოყენებული
სოციალური და ინდივიდუალური ფაქტორები სტატისტიკურად სანდოდ არის დაკავშირებული
პრობლემური ქცევისადმი მოწყვლადობასთან ქართველ მოზარდებში. კერძოდ, პრობლემური
ქცევის დაბალ ინდექსთან დაკავშირებულია ავტორიტეტული აღზრდის სტილი და
თვითრეგულაცია. პრობლემური ქცევა უფრო მეტად ბიჭებშია გავცელებული და მისი
გამოვლენის ალბათობა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. აღზრდის სტილი
დამოუკიდებლად ახდენს ზეგავლენას პრობლემურ ქცევაზე ინდივიდუალური ფაქტორების
გამაშუალებელი კავშირის გარეშე.
URI: https://openscience.ge/handle/1/779
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Research - ანი სიმსივე (4).pdfპრობლემური ქცევასთან დაკავშირებული ფაქტორები ქართველ მოზარდებში : აღზრდის სტილი, თვითეფექტურობა და თვითრეგულაცია704.21 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

476
checked on May 20, 2024

გადმოწერა

1,998
checked on May 20, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.