გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/711
სათაური: „სიბრძნის კიდობანი“ და ღვთისმშობლის სიმბოლოები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში
ავტორები: გუნია, მარიამი 
ხელმძღვანელი: იზოლდა ჭიჭინაძე 
ხარისხის სახელი: ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ლტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: „სიბრძნის კიდობანი“
ვთისმშობლის სიმბოლოები
შუა საუკუნეები
ქართული ხელოვნება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Every event depicted in the Old Testament is represented as a kind of a preface and events
in the New Testament and the most important theme out of most of them is the idea of the
birth of the savior of the universe who will be born by a virgin. This prophecy is shown in
numerous episodes of the Old Testament. Tent of the Congregation (לֶה ֹ֣ א ֩דֵעוֹמ ’ōhel mō‘
ê
ḏ,
also known as a Tent of Meeting), the main sacredness of which was the Arc of the
Covenant, represented the most important shrine of the Jews. The old Greek word to denote
this holiness was the word “skene” and out of phrase derives its second meaning term in old
greek language “skinia” which stands for Tabernacle. This term In Old Hebrew is “mishkan”
meaning “residence” or “dwelling place”. The Tent of Testament according to Bible, was the
mobile temple of the Jews. In the present thesis, the main topic of our research is the most
important relic of the tent - The Arc of the Covenant, which was the place where the
following national holy objects were placed: 1)The two stone Tablets of the Ten
Commandments handed to Moses by God at Mount Sinai; 2)Pot of Holy Manna; 3) The
Menorah, which is a seven-lamp (six branches) ancient Hebrew lampstand; 4) Aaron’s Rod.
The present thesis gives the description and origin of each of the above mentioned object.

ძველი აღთქმის ყველა მოვლენა წარმოგვიდგება, როგორც წინასახე
ახალაღთქმისეული სახეებისა და მოვლენებისა. მათი უმთავრესი საგანია იდეა
ქვეყნიერების მსხნელის შესახებ, რომელიც ქალწულისაგან იშვება. ეს
წინასწარმეტყველება ძველი აღთქმის მრავალ ეპიზოდში ვლინდება.
რჯულის კარავი, რომლის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს „სიბრძნის კიდობანი“,
ებრაელთა ერისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი იყო. ამ სიწმინდის
ძველბერძნული აღმნიშვნელი სიტყვა იყო „სკენე“, რომლიდანაც მომდინარეობს მისი
მეორე აღმნიშვნელი ტერმინი „სკინია“. ძველებრაული შესატყვისი ამ რელიქვიისა
არის „მიშკან“ (ןָכְּשִׁמ), რაც სამკვიდრებელს, ადგილსამყოფელს ნიშნავს. რჯულის
კარავი, ბიბლიის მიხედვით, წარმოადგენდა ებრაელთა მოძრავ ტაძარს.
ნაშრომის ფარგლებში ჩვენი ყურადღების საგანია კარვის ყველაზე მთავარი
რელიქვია „სიბრძნის კიდობანი“. სწორედ აქ იყო დაბრძანებული შემდეგი ეროვნული
სიწმინდეები: 1)რჯულის ფილები, რომლებიც უფალმა მოსეს სინას მთაზე გადასცა;
2)ჭურჭელი ღვთიური მანანათი; 3)შვიდსანთლიანი სასანთლე; 4)აარონის კვერთხი.
თითოეული ატრიბუტის აღწერილობა და წარმომავლობა მოცემული და ვრცლად
განხილულია.
„სიბრძნის კიდობანმა“, ისევე, როგორც სხვა ძველაღთქმისეულმა სიმბოლოებმა,
ქრისტიანულ სამყაროში ახალი მნიშვნელობა შეიძინა. როგორც ეს ხშირად ხდება
ხოლმე სიმბოლოთა სამყაროში, ერთ კონკრეტულ სიმბოლოს შეიძლება ახალი
დატვირთვა შეემატოს და იგი სრულიად ახლებური გააზრებით წარმოგვიდგეს.
„კიდობანი“ ღვთისმშობელს დაუკავშირდა თავისი შემადგენელი ელემენტებით.
საღვთისმეტყველო ტექსტების საფუძველზე ჩამოყალიბდა ამ სიმბოლოს შესაბამისი
იკონოგრაფია. საშრომში მოცემული იქნება თეორიები, თუ რატომ გახდა „აღთქმის
კიდობანი“ დედა ღვთისას სახე, სიმბოლური განსაზღვრება.
URI: https://openscience.ge/handle/1/711
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
გუნია მარიამ.pdf„სიბრძნის კიდობანი“ და ღვთისმშობლის სიმბოლოები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში4.86 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

211
checked on Apr 30, 2024

გადმოწერა

965
checked on Apr 30, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.