გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/685
სათაური: ციფრული რევოლუციის გავლენა რეკლამის შექმნის ხერხებსა და მომხმარებლის ქცევაზე
ავტორები: გოგიტიძე, ნინო 
ხელმძღვანელი: სარჯველაძე, ეთერ 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: რეკლამის მნიშვნელობა
ციფრული რევოლუციის გავლენა რეკლამაზე
ციფრული რეკლამის თავისებურებები
ციფრული რეკლამის ზემოქმედების ფსიქოლოგიური ასპექტები
ციფრული სარეკლამო სისტემების მომხმარებელთა ტიპები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the last decade, digital technologies embraced every field, changed the psychology of the user, increased the quality of globalization, the desire for more productivity and innovation. Digital wave has made fundamental changes not only in sales and services but in the process of working, communication and mutual cooperation. The ongoing processes influenced consumers' behavior, perception and ways of providing information to them. The 21st century is unimaginable without advertising. The essence of digital advertising systems is that any user can directly participate in advertising formation. Digital advertising Systems this is a new and modern stage of advertising that will replace its old forms in the future and take the leading position in global advertising systems. Master's research aims to identify the influence of digital revolution on advertising systems and to study trends of trends on consumers' behavior.The performance of digital research on the decision on purchase of the research is a measure of consumption in consumer consciousness. The survey of the population living in Georgia is important for studying issues in order to analyze current trends in the advertising industry and to identify existing difficulties.The survey methods are qualitative research (in-depth interviews -10 respondents) and quantitative survey (231 respondents) through surveying. The research revealed that the impact of digital systems is an irreversible process on behalf of consumers and requires a thorough study to ensure efficient work by companies.

ბოლო ათწლეულში ციფრულმა ტექნოლოგიებმა ყველა დარგი მოიცვა, შეცვალა მომხმარებლის ფსიქოლოგია, გაზარდა გლობალიზაციის ხარისხი და მეტი პროდუქტიულობისა და ინოვაციის სურვილი. ციფრულმა ტალღამ ფუნდამენტური ცვლილებები არა მხოლოდ გაყიდვებსა და მომსახურებაში, არამედ სამუშაო პროცესში, კომუნიკაციასა და ურთიერთთანამშრომლობის ტენდენციებშიც მოახდინა. მიმდინარე პროცესებმა გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე, აღქმასა და მათთვის ინფორმაციის მიწოდების გზებზეც იქონიეს. 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია რეკლამის გარეშე. ციფრული სარეკლამო სისტემების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება აქვს რეკლამის ფორმირებაში უშუალო მონაწილეობა მიიღოს. ციფრული სარეკლამო სისტემები ეს არის რეკლამის ახალი და თანამედროვე ეტაპი, რომელიც სამომავლოდ მის ძველ ფორმებს ჩაანაცვლებს და მოწინავე ადგილს დაიკავებს გლობალურ სარეკლამო სისტემებში. სამაგისტრო კვლევის მიზანია სარეკლამო სისტემებზე ციფრული რევოლუციის გავლენის დადგენა და მომხმარებელთა ქცევაზე მიმდინარე ტენდენციური ცვლილებების ასახვის შესწავლა. კვლევის ამოცანას ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ციფრული სარეკლამო სისტემების მოქმედება და მომხმარებელთა ცნობიერებაში სარგებლიანობის აღქმა წარმოადგენს.
საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვა საკვლევ საკითხზე მნიშვნელოვანია, რათა დროულად გავაანალიზოთ სარეკლამო ინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენციები და გამოვკვეთოთ არსებული სირთულეები. გამოკითხვის მეთოდებია თვისებრივი კვლევა (სიღრმისეული ინტერვიუ-10 რესპონდენტი) და რაოდენობრივი გამოკითხვა (231 რესპონდენტი) ანკეტირების საშუალებით.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ციფრული სისტემების გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე შეუქცევადი პროცესია და საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას კომპანიების მხრიდან ეფექტიანად მუშაობის უზრუნველსაყოფად.
URI: https://openscience.ge/handle/1/685
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro gogitidze nino.pdfციფრული რევოლუციის გავლენა რეკლამის შექმნის ხერხებსა და მომხმარებლის ქცევაზე2.11 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

226
checked on May 19, 2024

გადმოწერა

1,783
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.