გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/648
სათაური: ნიღბისეული დისკურსი ქართულ მოდერნისტულ პროზაში
სხვა სათაურები: ალექსანდრე ცირეკიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და ლეო ქიაჩელის თხზულებების მიხედვით
ავტორები: გიორგობიანი, ნინო 
ხელმძღვანელი: რატიანი, ირმა 
ლეთოდიანი, ანა 
ხარისხის სახელი: ფილოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ნიღბისეული დისკურსი
მოდერნისტულ პროზა
თხზულებები
ალექსანდრე ცირეკიძე
კონსტანტინე გამსახურდია
მიხეილ ჯავახიშვილი
ლეო ქიაჩელი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ალექსანდრე ცირეკიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და ლეო ქიაჩელის თხზულებები. კვლევის მთავარი ამოცანა ქართულ მოდერნისტულ პროზაში სინამდვილის ნიღბისეული გააზრების ოთხი განსხვავებული კონცეფციის ჩვენებაა. თითოეული კონცეფცია სამყაროს არსის ინდივიდუალური აღქმის ცდას წარმოადგენს, თუმცა, მათ რეალობა/ირეალობის დაპირისპირების საერთო მოდერნისტული ტენდენცია აერთიანებს.
საკვლევად შერჩეულ ტექსტებში ნიღბისეული დისკურსის გამოსაკვეთად გამოვყოფთ მოდერნისტული ლიტერატურისათვის დამახასიათებელ რამდენიმე თავისებურებას, ყურადღებას ვამახვილებთ ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ, რეალურისა და წარმოსახულის დიქოტომიაზე. თითოეული საანალიზო ტექსტის მაგალითზე წარმოვაჩენთ სინამდვილი აღქმის ვარიაციებს, რაც კიდევ ერთი თვალსაზრისით ავლენს ქართული პროზის მრავალფეროვნებას. კვლევის მიზნის შესაბამისად ნაშრომში ვიყენებთ: ზიგმუნდ ფროიდის, მიხეილ ბახტინის, რემი დე გურმონის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გრიგოლ რობაქიძის და სხვათა თეორიულ შეხედულებებს, ასევე საანალიზო ტექსტების ავტორთა ესეებს.
სამაგისტრო თემის აქტუალობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ნაშრომში გაანალიზებული საკითხი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში საუძვლიანად არ არის შესწავლილი. კვლევის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს ნიღბისეული დისკურსის, რეალობის ნიღბისეული აღქმის საკითხის გამოკვეთა და გაანალიზება ქართული მოდერნისტული პროზის რამდენიმე ნიმუშის მიხედვით, თუმცა, ბუნებრივია, ეს საკითხი არ არსებობს განყენებულად, გადაიკვეთება მოდერნულ კონტექსტთან, ასევე ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ეთიკურ კონცეფციებთან. შევეცადეთ საკვლევად შერჩეული ტექსტების ავტორთა განსხვავებული დამოკიდებულებანი შეგვედარებინა ერთანეთისათვის, დაგვეკავშირებინა და ხედვის ერთიან პრიზმაში მოგვექცია.
URI: https://openscience.ge/handle/1/648
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro giorgobiani.pdfნიღბისეული დისკურსი ქართულ მოდერნისტულ პროზაში631.2 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

156
checked on May 18, 2024

გადმოწერა

1,342
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.