Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/648
Title: ნიღბისეული დისკურსი ქართულ მოდერნისტულ პროზაში
Other Titles: ალექსანდრე ცირეკიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და ლეო ქიაჩელის თხზულებების მიხედვით
Authors: გიორგობიანი, ნინო 
Advisor: რატიანი, ირმა 
ლეთოდიანი, ანა 
Degree Name: ფილოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline: ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ნიღბისეული დისკურსი
მოდერნისტულ პროზა
თხზულებები
ალექსანდრე ცირეკიძე
კონსტანტინე გამსახურდია
მიხეილ ჯავახიშვილი
ლეო ქიაჩელი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ალექსანდრე ცირეკიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და ლეო ქიაჩელის თხზულებები. კვლევის მთავარი ამოცანა ქართულ მოდერნისტულ პროზაში სინამდვილის ნიღბისეული გააზრების ოთხი განსხვავებული კონცეფციის ჩვენებაა. თითოეული კონცეფცია სამყაროს არსის ინდივიდუალური აღქმის ცდას წარმოადგენს, თუმცა, მათ რეალობა/ირეალობის დაპირისპირების საერთო მოდერნისტული ტენდენცია აერთიანებს.
საკვლევად შერჩეულ ტექსტებში ნიღბისეული დისკურსის გამოსაკვეთად გამოვყოფთ მოდერნისტული ლიტერატურისათვის დამახასიათებელ რამდენიმე თავისებურებას, ყურადღებას ვამახვილებთ ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ, რეალურისა და წარმოსახულის დიქოტომიაზე. თითოეული საანალიზო ტექსტის მაგალითზე წარმოვაჩენთ სინამდვილი აღქმის ვარიაციებს, რაც კიდევ ერთი თვალსაზრისით ავლენს ქართული პროზის მრავალფეროვნებას. კვლევის მიზნის შესაბამისად ნაშრომში ვიყენებთ: ზიგმუნდ ფროიდის, მიხეილ ბახტინის, რემი დე გურმონის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გრიგოლ რობაქიძის და სხვათა თეორიულ შეხედულებებს, ასევე საანალიზო ტექსტების ავტორთა ესეებს.
სამაგისტრო თემის აქტუალობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ნაშრომში გაანალიზებული საკითხი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში საუძვლიანად არ არის შესწავლილი. კვლევის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს ნიღბისეული დისკურსის, რეალობის ნიღბისეული აღქმის საკითხის გამოკვეთა და გაანალიზება ქართული მოდერნისტული პროზის რამდენიმე ნიმუშის მიხედვით, თუმცა, ბუნებრივია, ეს საკითხი არ არსებობს განყენებულად, გადაიკვეთება მოდერნულ კონტექსტთან, ასევე ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ეთიკურ კონცეფციებთან. შევეცადეთ საკვლევად შერჩეული ტექსტების ავტორთა განსხვავებული დამოკიდებულებანი შეგვედარებინა ერთანეთისათვის, დაგვეკავშირებინა და ხედვის ერთიან პრიზმაში მოგვექცია.
URI: https://openscience.ge/handle/1/648
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro giorgobiani.pdfნიღბისეული დისკურსი ქართულ მოდერნისტულ პროზაში631.2 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

156
checked on May 5, 2024

Download(s)

1,339
checked on May 5, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.