გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/636
სათაური: გუდამაყრის ხეობის მითოლოგიური გადმოცემები
ავტორები: ფიცხელაური, თამარი 
ხელმძღვანელი: მამისიმედიშვილი, ხვთისო 
ხარისხის სახელი: ფილოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული ლიტერატურა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გუდამაყრის ხეობა
მითოლოგიური გადმოცემები
საკულტო ტექსტები
ფოლკლორული გადმოცემები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The purpose of this work is to introduce us with the mythology of the Gudamakari Gorge, to examine typological similarities with the folklore material of the East Georgia and classify the existing material.
This gorge is outstanding, because it is populated not only with the ancient Georgians (natives of this gorge and Khevsurians), but also with other North Caucasian people, who are fully adapted to the local residence and environment and the folklore traditions reflect the synthesis of these cultures. This is precisely what leads to the diversity of the materials and genres.
During the Master's work I used books of outstanding scientists (Z. Kiknadze, K. Mamisimedishvili, E. Virsaladze and etc.), as well as data from the Tbilisi State University Folklore Archive and, of course, material personally collected by me. During the work appeared a number of specific features that are characteristic only for stories of Gudamakari Gorge, as well as typological similarities not only with Georgian but also with the North Caucasian folklore.
Nowadays the gorge is practically empty, so I had to visit the people, who emigrated from Gudamakari Gorge to Tbilisi. The result exceeded expectations. Some of the material, which is represented in my work is not fully found in the Folklore Archive or in books.
In the final chapter of the work, there is an information about the tradition-bearers, relatively new folklore material (poems, Kapias, etc.) which require detailed research. I hope that more scientists will get interested in this topic and my work will still contribute to the rescue of the Gudamakari gorge folklore.

ნაშრომის მიზანია გუდამაყრის ხეობის მითოლოგიური გადმოცემების შესწავლა, მათი ტიპოლოგიური ანალიზი და მსგავსება-განსხვავების დადგენა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ფოლკლორულ მასალასთან, აგრეთვე შეკრებილი და ჩაწერილი ზეპირსიტყვიერი მასალის კლასიფიკაცია.
გუდამაყრის ხეობა გამორჩეულია იმით, რომ მასში ძირძველ ქართველებთან (გუდამაყრელებთან და ხევსურებთან) ერთად, ძველი დროიდან გადმოსახლებული და ადგილობრივ გარემოსთან სრულად ადაპტირებული სხვა კავკასიელი მთიელებიც ცხოვრობენ. გუდამაყრის ხეობის ფოლკლორული გადმოცემები სწორედ ამ კულტურათა სინთეზს ასახავს. სწორედ ეს განაპირობებს მასალის სიჭრელესა და ჟანრობრივ მრავალფეროვნებას.
სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პერიოდში გამოვიყენე გუდამაყრის ხეობის ფოლკლორული შემოქმედების შესახებ როგორც ჩემს ხელთ არსებული წიგნები (ზ. კიკნაძის, ტ. მახაურის, ხ. მამისიმედიშვილის, ე. ვირსალაძის და ა.შ. ჩანაწერები), ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის არქივში დაცული და პირადად ჩემ მიერ შეგროვებული ზეპირსიტყვიერი მასალა. მუშაობისას გამოიკვეთა რიგი სპეციფიკური ნიშან-თვისებებისა, რომლებიც მხოლოდ გუდამაყრული გადმოცემებისთვისაა დამახასიათებელი, აგრეთვე ტიპოლოგიური მსგავსებაც არა მხოლოდ ქართულ, არამედ ჩრდილოკავკასიურ ფოლკლორულ გადმოცემებთან.
ამჟამად ხეობა პრაქტიკულად დაცლილია, ამიტომ მომიწია თბილისში ჩამოსახლებულ გუდამაყრელთა სათითაოდ მონახულება, თუმცა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩემს ნაშრომში წარმოდგენილი ზოგიერთი ტექსტი სრული სახით არ გვხვდება არც თსუ ფოლკლორის არქივსა და არც სხვა ბეჭდურ გამოცემებში.
ნაშრომის ბოლო თავში წარმოდგენილია ინფორმაცია მთქმელების შესახებ, შედარებით ახალი ფოლკლორული მასალა (გალექსებები, კაფიები და ა.შ.) რაც საჭიროებს დეტალურ კვლევას. იმედი მაქვს, ამ თემით უფრო მეტი ფოლკლორისტი დაინტერესდება და ჩემი ნაშრომი მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს გუდამაყრის ხეობის ფოლკლორის გადარჩენაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/636
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro fickhelauri.pdfგუდამაყრის ხეობის მითოლოგიური გადმოცემები837.17 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

126
checked on May 1, 2024

გადმოწერა

2,073
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.