გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/632
სათაური: რეპრესიული სისტემის როლი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებაში ოთარ ჭილაძის რომანების („აველუმი“ და „გოდორი“) მიხედვით
ავტორები: ნადირაძე, სოფიო 
ხელმძღვანელი: ლორია, კახაბერ 
ხარისხის სახელი: ფილოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული ლიტერატურა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ოთარ ჭილაძე
რეპრესიული სისტემა
საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოება
„აველუმი“
„გოდორი“
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
XX საუკუნის მწერლობაში ეროვნული იდენტობა, როგორც კულტურული ფენომენი, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი ლიტერატურაში ერთ-ერთ ძალიან რთულ, ტრავმულ პერიოდად აღიბეჭდა. სწორედ ამ ძირითად თემებს ეხება ოთარ ჭილაძე რომანებში „აველუმი“ და „გოდორი“. ის გვაჩვენებს როგორც თითოეული გმირის, ისე მთლიანად მაშინდელი საზოგადოების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას. გვიხატავს ადამიანის ფსიქოტიპს, რომელიც რეპრესიული სისტემის მსხვერპლია.
ჩვენი საკვლევი რომანები გამორჩეულია იმით, რომ მწერალი ძალიან ნათლად, მკაფიოდ, მოურიდებლად ასახავს სინამდვილეს და გვაჩვენებს, რა მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანი საბჭოურ იდეოლოგიას. „აველუმისა“ და „გოდორის“ წაკითხვის შემდეგ მკითხველს საშუალება ეძლევა, წარმოიდგინოს, რა მდგომარეობაში იყო ყველა ის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.
ნაშრომის მიზანია, დავინახოთ, როგორ ცდილობენ რომანის მთავარი გმირები გადარჩენას, როგორ ებრძვიან ისინი დამახინჯებულ მეხსიერებასა და შიშებით დათრგუნულ საკუთარ თავებს. ჩვენს ნაშრომში სიახლეა ის, რომ დაწვრილებით შევისწავლეთ რომანების მთავარი გმირების ფსიქოტიპები. გამოვიკვლიეთ, რა გავლენას ახდენს ამ ფსიქოტიპებზე რეპრესიული სისტემა. „აველუმსა“ და „გოდორს“ შორის დაძებნილი პარალელების კვალდაკვალ ორივე რომანს განვიხილავთ ერთ მთლიანობად, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბოთა პერიოდის საქართველოს ასახავს.
ნაშრომი შედგება სამი თავისაგან, პირველ თავში ვისაუბრებთ ოთარ ჭილაძის მოქალაქეობრივ და ლიტერატურულ პორტრეტზე, მეორე და მესამე თავებში კი დაწვრილებით განვიხილავთ მწერლის ბოლო ორ რომანს.
URI: https://openscience.ge/handle/1/632
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro nadiradze.pdfრეპრესიული სისტემის როლი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებაში ოთარ ჭილაძის რომანების („აველუმი“ და „გოდორი“) მიხედვით578.95 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

161
checked on May 4, 2024

გადმოწერა

1,503
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.