გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/511
სათაური: Assessment of the existing resources in the field of mental health in Georgia
საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული რესურსების შეფასებითი ანალიზი
ავტორები: Asanidze, Natia 
ასანიძე, ნათია 
ხელმძღვანელი: ჩიხლაძე, ნინო 
ხარისხის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ფსიქიკური ჯანმრთელობა
ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია
ამბულატორიული მომსახურება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით’’, ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (1948, მუხლი 2). თითქოსდა, ეს მარტივი და ბუნებრივი დებულებაა, მაგრამ ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგებიან სხვადასხვა სიძნელეების წინაშე და ირღვევა მათი უფლებები. ამ ადამიანებს შორის არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებიც. მათი უფლებების, საჭიროებების დაკმაყოფილების და გამოწვევებთან ბრძოლის საკითხი აქტუალობას არ კარგავს, რადგან როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში ისინი უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან: საჭირო რესურსების ნაკლებობა, მომსახურებების დაბალი ხარისხი, ჯანდაცვის სისტემაში არსებული ბარიერები, სტერეოტიპები და სხვა.
მოცემული ნაშრომი ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, რომელთა შესახებაც საზოგადოება დიდი ხანია ფიქრობს, რომ არიან ,,უუნაროები’’ და საჭიროებენ იზოლაციას. ნაშრომის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ლიტერატურის მიმოხილვა, აღწერილია თუ რა არის ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობა, რა სიძნელეებს უპირისპირდება მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, როგორ ებრძვის განვითარებული და განვითარებადი სახელმწიფოები არსებულ გამოწვევებს. ამავე თავში არის განხილული საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული რესურსები, ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სახელმწიფო კონცეფცია, 2015-2020 წლის გეგმა და კვლევის ,,დამოკიდებულება ფსიქიკური პრობლემებისადმი საქართველოში’’ შედეგები.
URI: https://openscience.ge/handle/1/511
ჩანს კოლექციებში:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Samagistro Natia Asanidze.pdfსაქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული რესურსების შეფასებითი ანალიზი1.42 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

252
checked on Apr 30, 2024

გადმოწერა

2,403
checked on Apr 30, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.