Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/511
Title: საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული რესურსების შეფასებითი ანალიზი
Assessment of the existing resources in the field of mental health in Georgia
Authors: ასანიძე, ნათია 
Asanidze, Natia 
Keywords: ფსიქიკური ჯანმრთელობა;ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია;ამბულატორიული მომსახურება;ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
Issue Date: 2019
Abstract: 
,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით’’, ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (1948, მუხლი 2). თითქოსდა, ეს მარტივი და ბუნებრივი დებულებაა, მაგრამ ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგებიან სხვადასხვა სიძნელეების წინაშე და ირღვევა მათი უფლებები. ამ ადამიანებს შორის არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებიც. მათი უფლებების, საჭიროებების დაკმაყოფილების და გამოწვევებთან ბრძოლის საკითხი აქტუალობას არ კარგავს, რადგან როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში ისინი უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან: საჭირო რესურსების ნაკლებობა, მომსახურებების დაბალი ხარისხი, ჯანდაცვის სისტემაში არსებული ბარიერები, სტერეოტიპები და სხვა.
მოცემული ნაშრომი ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, რომელთა შესახებაც საზოგადოება დიდი ხანია ფიქრობს, რომ არიან ,,უუნაროები’’ და საჭიროებენ იზოლაციას. ნაშრომის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ლიტერატურის მიმოხილვა, აღწერილია თუ რა არის ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობა, რა სიძნელეებს უპირისპირდება მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, როგორ ებრძვის განვითარებული და განვითარებადი სახელმწიფოები არსებულ გამოწვევებს. ამავე თავში არის განხილული საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული რესურსები, ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სახელმწიფო კონცეფცია, 2015-2020 წლის გეგმა და კვლევის ,,დამოკიდებულება ფსიქიკური პრობლემებისადმი საქართველოში’’ შედეგები.
URI: https://openscience.ge/handle/1/511
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Natia Asanidze.pdfსაქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული რესურსების შეფასებითი ანალიზი1.42 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

52
checked on Aug 5, 2020

Download(s)

424
checked on Aug 5, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.