გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/442
სათაური: მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლების ფორმირების პრობლემები და მისი გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე
ავტორები: ჩაგანავა, ნინო 
ხელმძღვანელი: აბუსელიძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მუნიციპალიტეტი
ბიუჯეტი
შემოსავლები
გამოცემის თარიღი: 2019
რეზიუმე: 
ადგილობრივი თვითმმართველობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ნიშანი და კონსტიტუციური წყობის, დემოკრატიის პრაქტიკული ბერკეტი და მახასიათებელია. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აქტუალურია და მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. წლების განმავლობაში, ამ სფეროში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, ჯერაც გაურკვეველია თუ როგორი იქნება სისტემა. მიმდინარე ცვლილებები ურთიერთწინა¬აღმდეგობრივი და არასრულია - ხშირია გადახვევა ადრე აღებული კურსიდან და ცალკეულ წარმატებებს ხშირად სტაგნაცია და მართვის ცენტრალიზებული მეთოდების აღდგენა მოსდევს. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთგვარ აქილევსის ქუსლად იქცა მათი იმ ოდენობის ფინანური რესურსით უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას მისცემდათ განვითარებულიყვნენ, განვითარება კი მისი ფუნქციების შესაბამისი დამოუკიდებელი ფინანსური რესურსებისა და მთლიანად ქვეყანაში მუნიციპალიტეტების ფინანსური გათანაბრების ეფექტიანი პოლიტიკის გარეშე, ძნელად წარმოსადგენია. მთავარი საჯარო სიკეთე, რომელსაც დღეს საქართველოს ქალაქები და სოფლები ელიან, არის ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური განვითარება, რაც თავისთავად აისახება მოსახლეობის დასაქმების დონის, შემოსავლებისა და კეთილდღეობის ამაღლებაზე.
ნაშრომის შინაარსს წარმოადგენს მუნიციპალური ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების ფორმირების წყაროების დახასიათება, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების კვლევა, მათი გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, უცხოური გამოცდილების გაზიარება ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში მუნიციპალური ბიუჯეტების შემოსავლების დინამიკის ანალიზი, საგადასახადო შემოსავლების თანამედროვე მდგომარეობის გამოკვლევით დადებითი და უარყოფითი ტენდენციებისა და მათზე გავლენის მომხდენი ფაქტორების გამოვლენა. ნაშრომში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ნაერთი ბიუჯეტის ანალიზის საფუძველზე გამოტანილია დასკვნები.

Local self-governmence is one of the main signs of democratic development of the country and constitutional order, democracy practical tool and characteristic. Since the independent day of Georgia, the local government is more or less influential factor on political order. Despite the fact, that there have been made many reforms in this field still it is uncertain how this system will work. Ongoing changes are controversy and incomplete- there often early starting point changes and after some success completions we face stagnation and after that again centralization methods are vivid. The reform of municipalities need sufficient financial resources for development. And without the necessary financial funding and more in the whole country without using a robust, formula-driven equalization mechanism is hard to achieve development.Local social and economic developments are the benefits Georgian towns and villages are looking for, which automatically reflects on unemployment rate and raise revenues.
The main topics of this work are the following: describing local revenue sources, researching problems in this field and understanding influences which have the problems on social-economic development, sharing foreign experiences, analyze local revenues in whole compound budget system and finally, by researching modern tax revenues defining positive and negative tendencies and their influencing factors. Based on the analysis of local self-goverment and consolidated budgets are drawn conclusions.
URI: https://openscience.ge/handle/1/442
ჩანს კოლექციებში:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chaganava.pdfმუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლების ფორმირების პრობლემები და მისი გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე955.96 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

145
checked on May 2, 2024

გადმოწერა

512
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.