Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/442
Title: მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლების ფორმირების პრობლემები და მისი გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე
Authors: ჩაგანავა, ნინო 
Advisor: აბუსელიძე, გიორგი 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
Keywords: მუნიციპალიტეტი
ბიუჯეტი
შემოსავლები
Issue Date: 2019
Abstract: 
ადგილობრივი თვითმმართველობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ნიშანი და კონსტიტუციური წყობის, დემოკრატიის პრაქტიკული ბერკეტი და მახასიათებელია. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აქტუალურია და მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. წლების განმავლობაში, ამ სფეროში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, ჯერაც გაურკვეველია თუ როგორი იქნება სისტემა. მიმდინარე ცვლილებები ურთიერთწინა¬აღმდეგობრივი და არასრულია - ხშირია გადახვევა ადრე აღებული კურსიდან და ცალკეულ წარმატებებს ხშირად სტაგნაცია და მართვის ცენტრალიზებული მეთოდების აღდგენა მოსდევს. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთგვარ აქილევსის ქუსლად იქცა მათი იმ ოდენობის ფინანური რესურსით უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას მისცემდათ განვითარებულიყვნენ, განვითარება კი მისი ფუნქციების შესაბამისი დამოუკიდებელი ფინანსური რესურსებისა და მთლიანად ქვეყანაში მუნიციპალიტეტების ფინანსური გათანაბრების ეფექტიანი პოლიტიკის გარეშე, ძნელად წარმოსადგენია. მთავარი საჯარო სიკეთე, რომელსაც დღეს საქართველოს ქალაქები და სოფლები ელიან, არის ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური განვითარება, რაც თავისთავად აისახება მოსახლეობის დასაქმების დონის, შემოსავლებისა და კეთილდღეობის ამაღლებაზე.
ნაშრომის შინაარსს წარმოადგენს მუნიციპალური ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების ფორმირების წყაროების დახასიათება, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების კვლევა, მათი გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, უცხოური გამოცდილების გაზიარება ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში მუნიციპალური ბიუჯეტების შემოსავლების დინამიკის ანალიზი, საგადასახადო შემოსავლების თანამედროვე მდგომარეობის გამოკვლევით დადებითი და უარყოფითი ტენდენციებისა და მათზე გავლენის მომხდენი ფაქტორების გამოვლენა. ნაშრომში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ნაერთი ბიუჯეტის ანალიზის საფუძველზე გამოტანილია დასკვნები.

Local self-governmence is one of the main signs of democratic development of the country and constitutional order, democracy practical tool and characteristic. Since the independent day of Georgia, the local government is more or less influential factor on political order. Despite the fact, that there have been made many reforms in this field still it is uncertain how this system will work. Ongoing changes are controversy and incomplete- there often early starting point changes and after some success completions we face stagnation and after that again centralization methods are vivid. The reform of municipalities need sufficient financial resources for development. And without the necessary financial funding and more in the whole country without using a robust, formula-driven equalization mechanism is hard to achieve development.Local social and economic developments are the benefits Georgian towns and villages are looking for, which automatically reflects on unemployment rate and raise revenues.
The main topics of this work are the following: describing local revenue sources, researching problems in this field and understanding influences which have the problems on social-economic development, sharing foreign experiences, analyze local revenues in whole compound budget system and finally, by researching modern tax revenues defining positive and negative tendencies and their influencing factors. Based on the analysis of local self-goverment and consolidated budgets are drawn conclusions.
URI: https://openscience.ge/handle/1/442
Appears in Collections:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro chaganava.pdfმუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლების ფორმირების პრობლემები და მისი გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე955.96 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

145
checked on Apr 19, 2024

Download(s)

512
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.