გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/3000
სათაური: რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოში 1991-1993 წლებში და უკრაინაში 2014-2015 წლებში: ისტორიულ-შედარებითი ანალიზი
ავტორები: შურღაია, ბოჩო 
ხელმძღვანელი: პაპასქირი, თეიმურაზ 
ხარისხის სახელი: ისტორიის დოქტორი
PhD in History
სასწავლო პროგრამის სახელი: ისტორია
PhD Programme in History
დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველო
რუსეთის ჰიბრიდული ომი
აფხაზეთის ომი
ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი
უკრაინის კრიზისი აღმოსავლეთში
შედარებით–ისტორიული ანალიზი
გამოცემის თარიღი: 2023
რეზიუმე: 
საქართველოში 1991–1993 წლებში განვითარებული მოვლენების, კერძოდ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტისა და აფხაზეთის ომის შესახებ არსებული მრავალი ლიტერატურის მიუხედავად, აღნიშნული მოვლენები დღემდე აქტუალურია და წარმოადგენს კვლევის საინტერესო ობიექტს. კონფლიქტის გამომწვევ მრავალ მიზეზთა შორის აღსანიშნავია რუსეთის ფედერაციის როლი, რომელიც მის ხელთ არსებული რესურსებით ყველანაირად ცდილობდა ეთნიკურ ნიადაგზე გაჩენილი ადგილობრივი უთანხმოება ფართომასშტაბიან სისხლისმღვრელ კონფლიქტად გარდაექმნა.
წლების განმავლობაში ზემოაღნიშნულ მოვლენებზე საუბრისას, ქართველი პოლიტიკოსები და აკადემიური წრის წარმომადგენლები მუდმივად აპელირებდნენ კონფლიქტების მსვლელობისას სეპარატისტული რეჟიმების სასარგებლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ჩარევაზე, თუმცა არაქართული როგორც პოლიტიკური, ასევე სამეცნიერო საზოგადოება, აღნიშნულ კონფლიქტებში რუსეთის გამოკვეთილი ნეგატიური როლის მიუხედავად, მაინც ძირითადად მხოლოდ ადგილობრივ ეთნოკონფლიქტების კონტექსტში მოიხსენიებს მათ.
შესაბამისად, მიმდინარე სადისერტაციო ნაშრომის მიზანია, ერთის მხრივ რუსეთის ჰიბრიდული ომის თეორიის განხილვა და მისი პრაქტიკული გამოვლინების საუკეთესო მაგალითის – უკრაინის კრიზისი აღმოსავლეთში 2014–2015 წლებში, ანალიზი და მეორეს მხრივ, აღნიშნული კონფლიქტის შედარებითი–ისტორიული ანალიზი საქართველოში 1990–იანი წლების დასაწყისში მომხდარ კონფლიქტებთან და გამოკვეთა, იყო თუ არა რუსული მოქმედებები ორივე შემთხვევაში იდენტური. სადისერტაციო თემის ფარგლებში განვიხილე ახალი თაობის ომები, ჰიბრიდული ომის თეორია და რუსული ჰიბრიდული ომის საფუძვლები. ასევე, უკრაინის 2014–15 წლების და საქართველოს 1991–1993 წლების კონფლიქტები, მოვახდინე მათი შედარებით–ისტორიული ანალიზი და მეოთხე თავში წარმოვადგინე შესაბამისი დასკვნები მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ.

Georgia in 1991-1993, in particular the conflict in the Tskhinvali region and the war in Abkhazia, despite the numerous literature, are still relevant and are the interesting subject of research. Among the many causes of the conflict role of the Russian Federation is remarkable. With the resources at its disposal, RF tried in every possible way to turn the local disagreement on ethnic grounds into a large-scale bloody conflict.
Throughout many years Georgian politicians and scholars always stressed the importance of Russian involvement in the conflics to ancourage separatists, but despite such negative role of Russia, foreign politicians and scholars still discussed these sonflicts in the framework of local conflict.
Accordingly, the aim of dissertation paper is on the one hand to discuss Hybrid Warfare theory and one of its bright examples – Ukrainian Crisis in 2014-2015 , and on the other hand to make comparative-historical analyses of the above mentioned conflict with the 1990s conflicts in Georgia, so that to identify the identity of Russian activities in both cases. In the framework of dissertation paper I discussed the wars of new generation, hybrid warfare theory and the roots and basics of Russian hybrid warfare. Also, I made a comparative – historical analyses of the conflicts in Ukraine in 2014-2015 and Georgia in 1991 – 1993 and in the fouth chapter I presented relevant conclusions, similarities and differencies.
URI: https://openscience.ge/handle/1/3000
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
შურღაია ბოჩო.pdfრუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოში 1991-1993 წლებში და უკრაინაში 2014-2015 წლებში: ისტორიულ-შედარებითი ანალიზი1.27 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
ავთენტურობა შურღაია.pdfანტიპლაგიატი592.13 kBAdobe PDF    ასლის გამოთხოვა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

21
checked on May 16, 2024

გადმოწერა

10
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.