გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2975
სათაური: ფილოსოფიასა და პოეზიას შორის დიალოგის გერმანულენოვანი გამოცდილება (ვაიმარული კლასიკიდან ვენურ მოდერნამდე)
ავტორები: ბარბაქაძე, დავით 
ხელმძღვანელი: რატიანი, ირმა 
ხარისხის სახელი: ფილოლოგიის დოქტორი
PhD in Philology
სასწავლო პროგრამის სახელი: ფილოლოგია
Philology
დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Gedankenlyrik
ფილოსოფიური პოეზია
რომანტიზმი
მოდერნი
სისტემური პოეზია
Philosophical poetry
Romanticism
Modernity
Systematic poetry
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: 
კლასიკური მოდერნიზმის ეპოქის ავსტრიული პოეზია XX საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფენომენია. მისი თეორიული საწყისების ცოდნა მოითხოვს ფილოსოფიასა და პოეზიას შორის დიალოგის გერმანულენოვანი გამოცდილების ანალიზს.
ჩვენი ნაშრომი სწორედ ამ რთულ თემას იკვლევს. მასში ნაცადია გერმანული ლიტერატურის ისტორიაში (ვაიმარული კლასიკისა და რომანტიზმის ცენტრალური წარმომადგენლების მაგალითზე) ფილოსოფიასა და პოეზიას შორის დიალოგის მთავარი ასპექტების გამოკვეთა პოეზიაზე ფილოსოფიის ზეგავლენის კუთხით.
კვლევის პროცესმა გამოკვეთა ფილოსოფიასთან მიმართებით გერმანულენოვანი პოეზიისთვის დამახასიათებელი სამი მთავარი კომპონენტი: 1. ფილოსოფიის მიმართ პოეზიის არაადეპტური, კრიტიკული დამოკიდებულება; 2. დროში ფილოსოფიის ინსტრუმენტალიზაციის გაძლიერების ტენდენცია; 3. პოეზიაზე ფილოსოფიის გავლენის შედეგად პოეზიის რაციონალიზებისა და სტრუქტურული გართულების აღმავალი ტენდენცია, რომელიც კლასიკური მოდერნიზმის ეპოქაში პოეზიის პანთეორეტიზმით დაგვირგვინდა.
ნაშრომის განსაკუთრებული თემად იქცა ფილოსოფიური ლექსისა და ე. წ. რეფლექსირებადი ლირიკის (გერმანულად Gedankenlyrik) თავისებურებათა პრობლემატიზება: ამ ორი ფენომენის ანალიზი და მათი ურთიერთგანმასხვავებელი ნიშნების საფუძველზე ფილოსოფიური ლექსის მარკერების დადგენა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული და კატეგორიზებულია ფილოსოფიური პოეზიის აღნიშნული მარკერები.
გერმანული რომანტიზმი და გერმანული იდეალიზმი მოდერნული დროის ის ორი მთავარი მოვლენაა, რომლის რადიკალიზების პროცესმაც ესთეტიკური მოდერნიზმის ეპოქა შექმნა. მაგრამ რადიკალიზების აღნიშნული გზა კლასიკური ფილოსოფიის დასასრულზე გადის. შესაბამისად, ჩვენი ნაშრომის ერთ-ერთი ცენტრალური თემა ამ საკიხზე ყურადღების გამახვილებაა. ვინაიდან პოსტკანტიანური მეტაფიზიკის რადიკალური დესტრუქცია ფრიდრიხ ნიცშემ განახორციელა. ავსტრიული კლასიკური მოდერნის პოეზიის სამ ცენტრალურ წარმომადგენელზე (ჰოფმანსთალი, თრაკლი, რილკე) მსჯელობისას აქცენტს სწორედ ნიცშეს ნააზრევთან მათი მიმართების თავისებურებებზეა გაკეთებული.

The Austrian poetry of the age of classical modernism is one of the most important phenomena of the 20th century European literature. Understanding its theoretical origins requires an analysis of the German-language experience of the dialogue between philosophy and poetry.
Our work explores this complicated topic. It attempts to highlight the main aspects of the dialogue between philosophy and poetry in the history of German literature (using the example of the main representatives of the Weimar classical school and romanticism) in terms of the influence of philosophy on poetry.
The research process established three main components characteristic of German-language poetry in relation to philosophy: 1. A contrary, critical attitude of poetry towards philosophy; 2. The tendency to strengthen the instrumentalization of philosophy in time; 3. The upward tendency of rationalization and structural complexity of poetry, under the influence of philosophy, which reached the pantheorism of poetry in the era of classical modernism.
Philosophical poetry and the so-called reflective poetry (Gedankenlyrik in German) became a special theme in our work aiming at analysing these two phenomena and establishing markers of philosophical poetry based on their mutual dissimilarities. We have proposed and categorized the markers of philosophical poetry.
German Romanticism and German Idealism are the two main events of modern times, the process of radicalization of which created the era of aesthetic modernism. But this path of radicalization portends the end of classical philosophy. Therefore, one of the central themes of our work focuses on this aspect. The radical destruction of post-Kantian metaphysics was carried out by Friedrich Nietzsche. As a result, when discussing the three central figures of the Austrian classical modern poetry (Hoffmannsthal, Trakl, Rilke), we emphasize the distinguishingfeatures of their approach to Nietzsche's thought.
URI: https://openscience.ge/handle/1/2975
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
ბარბაქაძე დავით.pdfფილოსოფიასა და პოეზიას შორის დიალოგის გერმანულენოვანი გამოცდილება1.79 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
ავთენტურობა ბარბაქაძე.pdfანტიპლაგიატი933.92 kBAdobe PDF    ასლის გამოთხოვა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

19
checked on May 18, 2024

გადმოწერა

36
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.