გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/277
სათაური: კანონიერი ქურდობა, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ფორმა
ავტორები: გოგუა, სალომე 
ხარისხის სახელი: Master of Criminal Law
სისხლის სამართლის მაგისტრი ( Master of Criminal Law)
სასწავლო პროგრამის სახელი: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: School of Law 
სამართლის სკოლა 
საკვანძო სიტყვები: ქურდული სამყარო
კანონიერი ქურდი
ორგანიზებული დანაშაული
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ორგანიზებული დანაშაული, კრიმინალური საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე რთული და საშიში სახეობაა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში თავისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით ისე „გამოიჩინა“ თავი, რომ საბოლოოდ მის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოსთვის მთავარი ამოცანა გახდა, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქართველო დიდ გავლენას განიცდიდა და დღემდე განიცდის სოციალისტური რეჟიმის დაშლის შემდეგაც, იმ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ სახეს „ქურდულ სამყაროს“ და „კანონიერ ქურდობას“, საჭიროა უფრო ფართოდ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც არსებობს აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებაში. მით უფრო, რომ ეს საკითხი ჩვენს სახელმწიფოში წარსულის ტკივილებთან არის დაკავშირებული და მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, მაინც ვერ მოხერხდა „ქურდული სამყაროსა“ და „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტის საბოლოოდ მოშლა.
პროფესიული დანაშაულობისა და, კონკრეტულად, „კანონიერი ქურდობის“ საქმიანობის შესწავლა, რთული ამოცანაა ნებისმიერი მკვლევარისთვის, რაც იმითაა განპირობებული, რომ ყველა სახის დანაშაულებრივი საქმიანობა, განსაკუთრებით პროფესიული, ატარებს ლატენტურ ხასიათს. ეს კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია მხილებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის სირთულეებთან.
ნაშრომში დასახელებული პრობლემები, იქნება ეს „კანონიერი ქურდობის“ ტერმინთან, ბრალდების მტკიცების საკითხთან, თუ პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, ნამდვილად რეალურია და ფაქტიურად ძალიან ართულებს სასამართლო სისტემის ეფექტურ და მოქნილ მუშაობას, რადგანაც სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ან ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით. მას მხოლოდუტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლია გამოიტანოს განაჩენიკონკრეტული პირის მიმართ. სწორედ ეს არის ამ საკითხის მთავარი პრობლემა, მტკიცების საკითხი, მტკიცებულებების მოპოვების პრობლემურობა, რადგან არ არსებობს არანაირი დაწერილი „ქურდული კანონები“ თუ „ქურდული წესები“, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემასშეეძლებოდა ემსჯელა კონკრეტული პირის ბრალეულობა/არაბრალეულობის საკითხზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/277
ჩანს კოლექციებში:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
SAMAGISTRO GOGUA.pdfკანონიერი ქურდობა, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ფორმა627.83 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

525
checked on May 5, 2024

გადმოწერა

925
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.