გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2445
სათაური: ახალი ძვლოვანი მინერალის გამოყენება დენტალურ იმპლანტაციაში
ავტორები: გრძელიძე, თეიმურაზი 
ხელმძღვანელი: მენაბდე, გიორგი 
ხარისხის სახელი: Ph.D in Medicine
მედიცინის დოქტორი
სასწავლო პროგრამის სახელი: კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ძვლოვანი მინერალი
დენტალური იმპლანტაცია
ტრანსლაციური მედიცინა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In dentistry there is a separate direction of surgical treatmens to create optimal conditions for
implantation. Main group in this direction is reconstructive-boneplastic operations,
which are directed to increase volume in the implantation area.
For this needs a wide range of materials can be used, like collagen, hydroxyapatite and various
combinations of this two, also conserved alo-, xeno- and autobone. One of the most used version
of autobone implant is taken from Crista Iliaca, that contains sustainable osteoblasts and stem cells
that are potent to induct osteogenesis.
Our main goal was to create a biotolerant bone matrix that can be successfully used to increase
volume of the bone tissue for implantation purposes.
To achieve this goal, we set some targets:
1. Engineer and refine technological steps to create decellularized neutral bone matrix form
cattle bone tissue;
2. Optimize bone tissue decellularisation method;
3. Simulate bone tissue defect in experimental animals that is very near to clinical terms;
4. Examine effectiveness of our new natural bone matrix for underjaw bone defect
restoration;
5. Onestep implantation of natural, mineral matrix (Bio-Oss) and titanium implant to restore
underjaw defect;
6. Onestep implantation of new natural decellularized bone and titanium implant to restore
underjaw defect;
7. Make a comparative analysis of effectiveness in bone tissue augmentation between
decellularized bone matrix developed by us and natural bone mineral “Bio-Oss” (Switzerland)

იმპლანტების გამოყენებით ორთოპედიული მკურნალობისთვის ოპტიმალური
პირობების შესაქმნელად ოპერაციული ჩარევის ცალკე მიმართულება არსებობს. ამ
მიმართულების ძირითად ჯგუფს შეადგენს რეკონსტრუქციულ-ძვლოვან
პლასტიკური ოპერაციები, რომელიც მიმართულია იმპლანტის ადგილას ძვლოვანი
ქსოვილის მოცულობის გაზრდისკენ.
ამ მიზნით გამოიყენება მასალის ფართო სპექტრი: კოლაგენი, ჰიდროქსიაპატიტი და
მათი სხვადასხვა კომბინაციები, კონსერვირებული ალო, ქსენო და აუტოძვალი.
ერთერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად აუტოლოგიურ მასალად რჩება თეძოს ძვლის
ქედისგან (crista iliaca) დამზადებული იმპლანტი, რომელიც სიცოცხლისუნარიან
ოსტეობლასტებს და ოსტეოგენეზის პოტენციის უნარის მქონე ძვლის ღეროვან
უჯრედებს შეიცავს.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალის ბიოტოლერანტული ძვლის მატრიქსის
შემუშავება, რომელიც წარმატებულად იქნება გამოყენებული იმპლანტის ჩანერგვის
ადგილას ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის გასაზრდელად.
აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის დასახული იქნა შემდეგი ამოცანები:
1.მსხვილი რქოსანი პირუტყვის ძვლოვანი ქსოვილისგან დეცელულარიზებული
ნატურალური ძვლის მატრიქსის მიღების ტექნოლოგიური ეტაპების შემუშავება და
დახვეწა;
2. ძვლოვანი ქსოვილის დეცელულარიზაციის მეთოდის ოპტიმიზაცია;
3. მაქსიმალურად კლინიკურ პირობებთან მიახლოვებული ქვედა ყბის ძვლოვანი
დეფექტის მოდელირება ექსპერიმენტში ცხოველებზე;
4. ქვედა ყბის ძვლოვანი დეფექტის აღსადგენად ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი
ნატურალური ძვლოვანი მატრიქსის ეფექტურობის შესწავლა;
5. ქვედა ყბის ძვლოვანი დეფექტის აღსადგენად ნატურალური, მინერალური
მატრიქსის (Bio-Oss)- ისა და ტიტანის იმპლანტის ერთეტაპიანი იმპლანტაცია;
6. ქვედა ყბის ძვლოვანი დეფექტის აღსადგენად ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი
ნატურალური ძვლისა და ტიტანის იმპლანტის ერთეტაპიანი იმპლანტაცია;
7. ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდის მიზნით ჩვენს მიერ შემუშავებული
დეცელულიზირებული ძვლის მატრიქსის და ნატურალური ძვლის მინერალის “BioOss”-ის (შვეიცარია) ეფექტურობის შედარებითი ანალიზის ჩატარება
რენტგენოლოგიური და მორფოლოგიური კვლევის მეთოდების გამოყენებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/2445
ჩანს კოლექციებში:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Sadoktoro Grdzelidze.pdfახალი ძვლოვანი მინერალის გამოყენება დენტალურ იმპლანტაციაში4.68 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

133
checked on May 2, 2024

გადმოწერა

55
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.