Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2445
Title: ახალი ძვლოვანი მინერალის გამოყენება დენტალურ იმპლანტაციაში
Authors: გრძელიძე, თეიმურაზი 
Advisor: მენაბდე, გიორგი 
Degree Name: Ph.D in Medicine
მედიცინის დოქტორი
Degree Discipline: კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
Keywords: ძვლოვანი მინერალი
დენტალური იმპლანტაცია
ტრანსლაციური მედიცინა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
In dentistry there is a separate direction of surgical treatmens to create optimal conditions for
implantation. Main group in this direction is reconstructive-boneplastic operations,
which are directed to increase volume in the implantation area.
For this needs a wide range of materials can be used, like collagen, hydroxyapatite and various
combinations of this two, also conserved alo-, xeno- and autobone. One of the most used version
of autobone implant is taken from Crista Iliaca, that contains sustainable osteoblasts and stem cells
that are potent to induct osteogenesis.
Our main goal was to create a biotolerant bone matrix that can be successfully used to increase
volume of the bone tissue for implantation purposes.
To achieve this goal, we set some targets:
1. Engineer and refine technological steps to create decellularized neutral bone matrix form
cattle bone tissue;
2. Optimize bone tissue decellularisation method;
3. Simulate bone tissue defect in experimental animals that is very near to clinical terms;
4. Examine effectiveness of our new natural bone matrix for underjaw bone defect
restoration;
5. Onestep implantation of natural, mineral matrix (Bio-Oss) and titanium implant to restore
underjaw defect;
6. Onestep implantation of new natural decellularized bone and titanium implant to restore
underjaw defect;
7. Make a comparative analysis of effectiveness in bone tissue augmentation between
decellularized bone matrix developed by us and natural bone mineral “Bio-Oss” (Switzerland)

იმპლანტების გამოყენებით ორთოპედიული მკურნალობისთვის ოპტიმალური
პირობების შესაქმნელად ოპერაციული ჩარევის ცალკე მიმართულება არსებობს. ამ
მიმართულების ძირითად ჯგუფს შეადგენს რეკონსტრუქციულ-ძვლოვან
პლასტიკური ოპერაციები, რომელიც მიმართულია იმპლანტის ადგილას ძვლოვანი
ქსოვილის მოცულობის გაზრდისკენ.
ამ მიზნით გამოიყენება მასალის ფართო სპექტრი: კოლაგენი, ჰიდროქსიაპატიტი და
მათი სხვადასხვა კომბინაციები, კონსერვირებული ალო, ქსენო და აუტოძვალი.
ერთერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად აუტოლოგიურ მასალად რჩება თეძოს ძვლის
ქედისგან (crista iliaca) დამზადებული იმპლანტი, რომელიც სიცოცხლისუნარიან
ოსტეობლასტებს და ოსტეოგენეზის პოტენციის უნარის მქონე ძვლის ღეროვან
უჯრედებს შეიცავს.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალის ბიოტოლერანტული ძვლის მატრიქსის
შემუშავება, რომელიც წარმატებულად იქნება გამოყენებული იმპლანტის ჩანერგვის
ადგილას ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის გასაზრდელად.
აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის დასახული იქნა შემდეგი ამოცანები:
1.მსხვილი რქოსანი პირუტყვის ძვლოვანი ქსოვილისგან დეცელულარიზებული
ნატურალური ძვლის მატრიქსის მიღების ტექნოლოგიური ეტაპების შემუშავება და
დახვეწა;
2. ძვლოვანი ქსოვილის დეცელულარიზაციის მეთოდის ოპტიმიზაცია;
3. მაქსიმალურად კლინიკურ პირობებთან მიახლოვებული ქვედა ყბის ძვლოვანი
დეფექტის მოდელირება ექსპერიმენტში ცხოველებზე;
4. ქვედა ყბის ძვლოვანი დეფექტის აღსადგენად ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი
ნატურალური ძვლოვანი მატრიქსის ეფექტურობის შესწავლა;
5. ქვედა ყბის ძვლოვანი დეფექტის აღსადგენად ნატურალური, მინერალური
მატრიქსის (Bio-Oss)- ისა და ტიტანის იმპლანტის ერთეტაპიანი იმპლანტაცია;
6. ქვედა ყბის ძვლოვანი დეფექტის აღსადგენად ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი
ნატურალური ძვლისა და ტიტანის იმპლანტის ერთეტაპიანი იმპლანტაცია;
7. ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდის მიზნით ჩვენს მიერ შემუშავებული
დეცელულიზირებული ძვლის მატრიქსის და ნატურალური ძვლის მინერალის “BioOss”-ის (შვეიცარია) ეფექტურობის შედარებითი ანალიზის ჩატარება
რენტგენოლოგიური და მორფოლოგიური კვლევის მეთოდების გამოყენებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/2445
Appears in Collections:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Sadoktoro Grdzelidze.pdfახალი ძვლოვანი მინერალის გამოყენება დენტალურ იმპლანტაციაში4.68 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

133
checked on Apr 18, 2024

Download(s)

55
checked on Apr 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.