Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2435
Title: Securities in the structure of Georgian financial market
ფასიანი ქაღალდები საქართველოს ფინანსური ბაზრის სტრუქტურაში
Authors: Zabakhidze, Davit 
ზაბახიძე, დავით 
Advisor: გოგოხია, მ. 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოს ფინანსური ბაზარი
საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბება
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The purpose of Master is to study a financial market of Georgia, In particular his one of the important part: Securities market. This work research their origin and growth to gather the history, the experience of the past period, analysis of existing problems and development perspectives.
Securities market, as a competitive institute promotes economical growth of Georgia, development of the country and help our society to live in a better environment.
Securities market is one of the best way to communicate the person who needs money with the person who has it too much and want to invest it. There are rules and laws to provide participants protection and safety.
There are two ways to raising money: Securities market and the bank loan. In our country only one financial institute is banking sector, which has a high level of development. It holds 90% of financial market, therefore all our savings are going to this sector. Because, other financial institutes exist formally.
As a result of analysis is established, that Securities market of Georgia has a low quality of activity. The causative factors are irrelevant existing legislation, low level of development financial institutes and insufficient financial ediucation in society.
Considering all this factors, we may reach conclusion, that It is important to develop Securities market of Georgia and will be formed, as a competitive institute in financial sector. It help all segments of our economy to make a choice and funding their activities, as they want. Forceful Securities market is the best way to attract foreign investments in our country.

ნაშრომის მიზანია საქართველოს ფინანსური ბაზრის, კერძოდ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტის ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმოშობისა და განვითარების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის თავმოყრა და ანალიზი, ასევე მისი განვითარების პერსპექტივების წარმოჩენა.
არსებული პრობლემების უკეთ გასაგებად გაანალიზებულია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბების ეტაპები, მისი შემდგომი ფუნქციონირება ისტორიულ კონტექსტში, სტატისტიკური ანალიზი, ამჟამად არსებული მდგომარეობა, მარეგულირებელი ორგანოს როლი და ფუნქციები. აღნიშნულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის არსი და მნიშვნელობა ფინანსურ სისტემაში. ასევე, გამოთქმულია მოსაზრებები კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საჭირო მიმართულებების შესახებ.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის, როგორც კონკურენტული ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირება ხელს შეუწყობს არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მას უდაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია ნორმალურ საბაზრო პირობებში.
ფასიანი ქაღალდების ბაზარი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს დავუკავშიროთ სუბიექტები, რომლებიც განიცდიან ფულადი სახსრების სიჭარბესა და დეფიციტს. საფონდო ბირჟა კი ასეთი შეთანხმების მიღწევისათვის საუკეთესო ადგილია, რადგან აქ მოქმედებს წესები და კანონები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად დაცულია როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის ინტერესები და უსაფრთხოება.
ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი გამოირჩევა აქტივობის საკმაოდ დაბალი დონით. რაც გამოწვეულია საკანონმდებლო ბაზის გაუმართაობით, ფინანსური ინსტიტუტების განვითარების დაბალი დონით, ასევე ფინანსური განათლების არარსებობით საზოგადოებაში. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ კუთხით განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა არის საბანკო სექტორი, რომელსაც ფინანსური ბაზრის 90%-ზე მეტი უჭირავს, ამიტომ დროებით თავისუფალი რესურსების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სეგმენტში მიემართება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მოხდეს რიგი ძირეული ცვლილებები რათა განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ჩამოყალიბდეს, როგორც კონკურენტული ინსტიტუტი.
URI: https://openscience.ge/handle/1/2435
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Davit Zabakhidze Samagistro.pdfფასიანი ქაღალდები საქართველოს ფინანსური ბაზრის სტრუქტურაში1.43 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

94
checked on Apr 20, 2024

Download(s)

157
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.