გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/2395
სათაური: | The influence of motivation on labour efficiency, means of increasing employees motivation მოტივაციის გავლენა შრომის ეფექტიანობაზე, დასაქმებულთა მოტივაციის ზრდის საშუალებები |
ავტორები: | Iluridze, Gvantsa ილურიძე, გვანცა |
ხელმძღვანელი: | ხარხელი, მანანა | ხარისხის სახელი: | Master of Business Administration ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი |
სასწავლო პროგრამის სახელი: | ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration) | დაწესებულება: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი: | Faculty of Economics and Business ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი |
საკვანძო სიტყვები: | მენეჯმენტის ფუნქციები მოტივაციის თეორიები მოტივირების სხვადასხვა საშუალებები |
გამოცემის თარიღი: | 2020 | გამომცემელი: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რეზიუმე: | Motivation is one of the most important among management functions. The concept of "motivation" comes from the Latin language, more specifically, from the word - movere, which means striving for a goal, movement. According to modern definitions, motivation is related to these concepts. It is a kind of driving force that motivates a person to do something. It is important for any manager to discuss motivation not in general, but in terms of management, which is directly related to the work environment and employees. The function of motivation ensures communication between employees and employers or managers and establishes a healthy business relationship. The paper discusses theories of motivation and various means of motivation. In the case of specific companies, the suitability of the use of various means of motivation has been established in a number of cases. The paper also presents various ways and methods of motivating employees. Based on research and observations, it is established that the planning and implementation of various incentive measures has a positive impact on the quality of work of employees, increases the productivity of each of them and helps management to achieve maximum efficiency. Organizations that actively engage in motivational activities towards employees have more chances of success because they have loyal and stable employees who are actively involved in achieving common goals. The implementation of the motivation function is profitable for any organization. The important thing is for managers to follow certain recommendations and be able to lead the motivation process properly. მენეჯმენტის ფუნქციებს შორის მოტივაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ცნება „მოტივაცია“ ლათინური ენიდან მომდინარეობს, უფრო კონკრეტულად, სიტყვიდან - movere, რაც ნიშნავს მიზნისკენ სწრაფვას, მოძრაობას. თანამედროვე განმარტებებითაც მოტივაცია სწორედ ამ ცნებებს უკავშირდება. ესაა ერთგვარი მამოძრავებელი ძალა, რაც ადამიანს აძლევს სტიმულს, უბიძგებს რაიმე მოქმედებისაკენ. ნებისმიერი მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია მოტივაციის არა ზოგადად, არამედ მენეჯმენტის კუთხით განხილვა, რაც უშუალოდ სამუშაო გარემოსა და დასაქმებულებს უკავშირდება. მოტივაციის ფუნქცია უზრუნველყოფს დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს, ან მენეჯერებს შორის კომუნიკაციას და ჯანსაღი, საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ნაშრომში განხილულია მოტივაციის თეორიები და მოტივირების სხვადასხვა საშუალებები. კონკრეტული კომპანიების მაგალითზე დადგინდა, რიგ შემთხვევებში, მოტივირების სხვადასხვა საშუალებების გამოყენების მართებულობა. ასევე ნაშრომში წარმოდგენილია დასაქმებულთა მოტივირების სხვადასხვა გზები და მეთოდები. კვლევებისა და დაკვირვების საფუძველზე დგინდება, რომ სხვადასხვა მასტიმულირებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება დადებით გავლენას ახდენს დასაქმებულთა სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ზრდის თითოეული მათგანის შრომის პროდუქტიულობას და ეხმარება მენეჯმენტს მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევაში. ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მიმართავენ სამოტივაციო ღონისძიებებს დასაქმებულთა მიმართ, წარმატების მეტი შანსები აქვთ, რადგან ჰყავთ ერთგული და სტაბილური თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საერთო მიზნების მიღწევაში. მოტივაციის ფუნქციის განხორციელება მომგებიანია ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. მთავარია, მენეჯერებმა გაითვალისწინონ გარკვეული რეკომენდაციები და შეძლონ მოტივაციის პროცესის სწორად წარმართვა. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/2395 |
ჩანს კოლექციებში: | ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Gvantsa Iluridze Samagistro.pdf | მოტივაციის გავლენა შრომის ეფექტიანობაზე, დასაქმებულთა მოტივაციის ზრდის საშუალებები | 834.75 kB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
134
checked on May 16, 2024
გადმოწერა
1,747
checked on May 16, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.