გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2352
სათაური: Consumers attitudes towards non-alcoholic beverages
უალკოჰოლო სასმელების მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების კვლევა
ავტორები: Imnadze, Rati 
იმნაძე, რატი 
ხელმძღვანელი: უროტაძე, ეკატერინე 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: უალკოჰოლო სასმელები
ჯანსაღი კვება
სასურსათო პროდუქტები
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
There are important changes, in consumers attitudes towards non-alcoholic beverages, in global environment. Attitude toward healthy eating and healthy lifestyle is changing. Non-alcoholic beverages is becoming one of the most important part of this changes. In modern era, consumer is interested and well informed about product in global market. They became more demanding, which means companys interest, for their attitudes, is growing.
The purpose of this study is to find out about consumers attitudes toward non-alcoholic beverages and analyse of global market situation. The study is based on the different kind of scientific literature, researches, articles, from both Georgian and foreign authors. After getting data, the study used qualitative research, with structured questionnaire. Results shows, that Georgian and global trends are the same. Interest and demand toward non-alcoholic beverages is growing, which can be determinant of marketing strategies. Consumers have high sensitivity toward product quality. For them, quality is main factor of their behavior and its main criterion of loyal relations with company.
This study shows, analysis of main variables of Georgian market, marketing strategies of non-alcoholic beverages and etc.

უალკოჰოლო სასმელების მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს გლობალურ გარემოში. იცვლება მომხმარებელთა შეხედულებები ჯანსაღი კვების მიმართ. აქტუალურია უალკოჰოლო სასმელების სიჯანსაღისა და ნატურალურობის საკითხები. დღევანდელ პირობებში, მომხმარებელთა სასურსათო პროდუქტების მიმართ დაინტერესება და ინფორმირების ხარისხი მაღალია. ისინი გახდნენ უფრო მომთხოვნები, შესაბამისად, მაღალია ინტერესი მოხმარებელთა დამოკიდებულებების მიმართ.
ნაშრომის მიზანია, უალკოჰოლო სასმელების მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების გაგება, დარგში და ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზი. შესაბამისად, კვლევის პირველ ეტაპზე, შესწავლილ იქნა ქართველი და უცხოელი მეცნიერების ნაშრომები, ჩატარებული კვლევის შედეგები და სტატიები. მეორადი ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების შემდეგ მოხდა რაოდენობრივი კვლევის ჩატარება სტრუქტურირებული ანკეტური გამოკითხვით. შესწავლილ იქნა უალკოჰოლო სასმელების მსოფლიოს და საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები დიდწილად ემთხვევა მსოფლიო ბაზარზე არსებულლ ტენდენციებს. მზარდია მოხმარებელთა სწრაფვა ჯანსაღი და ნატურალური უალკოჰოლო სასმელების მოხმარებისკენ. ჯანსაღი სასმელებისკენ სწრაფვის ტენდენცია მრავალ მარკეტინგულ გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას. მომხმარებლები მაღალ მგრძნობელობას ავლენენ პროდუქტის ხარისხის მიმართ. ხარისხი აღიქმება, როგორც მოხმარებლის ყიდვის არჩევანზე მოქმედი მთავარი ელემენტი, ასევე მომხმარებლებთან ლოიალური ურთიერთობის ჩამოყალიბების კუთხით მთავარი კრიტერიუმი. ნაშრომში მოყვანილია ქართულ ბაზარზე გამოყენებული მნიშვნელოვანი მარკეტინგული ცვლადების ანალიზი, ქვეყნის სტრატეგიული მიდგომის ანალიზი უალკოჰოლო სასმელების წარმოების კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2352
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Rati Imnadze.pdfუალკოჰოლო სასმელების მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების კვლევა2.35 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

194
checked on Oct 2, 2024

გადმოწერა

752
checked on Oct 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.