გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1663
სათაური: საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა- გზა საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტოსკენ
ავტორები: ჭიხინაშვილი, გიორგი 
ხელმძღვანელი: ქანთარია, ბექა 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საკონსტიტუციო რეფორმა
საპარლამენტო და საპრეზიდენტო მოდელი
ვენეციის კომისია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
This master’s paper deals with the constitutional reform implemented in Georgia in 2013-2017, Its purpose and social function. Analysis of the Venice Commission conclusions and preliminary recommendations, peculiarities of the parliamentary and presidential model - positive and negative features and all this is set out in a comparative analysis of the powers of the head of the country and the old and new constitution editions. The paper’s main focus is emphasized on the President’s such rights and obligations, in which the essence of the 2013-2017 constitutional reforms is most clearly seen, that means characteristic features of the President in parliamentary governance, which is primarily expressed in his passive participation in government formulation and lawmaking (Veto, legislative initiative) issues, in the indirect election of the head of the country, political neutrality and defusing of political conflicts between state bodies. Parallels are given in the historical context, as well as with the Constitution of the Republic of Georgia of 21st February, 1921 with respect to those institutions, on which, while working on a constitutional project, there was an active discussion on the introduction or non-introduction of them, for instance, the president’s institute, contracts, etc. At first glance, the imprudent reader may be exaggerated by the appeal of the President’s authority, but it fully is in compliance with title of the work: “Constitutional reform implemented in Georgia - way from the presidential republic to the parliamentary”, since the president’s institute is analyzed in both contexts in both presidential and parliamentary governance, insofar as the President’s compulsory authorities are directly related to the role of the government in parliamentary governance. In addition, the reform of 2013 was not completed in terms of transition to parliamentary governance; accordingly, the final amendments to 2017 have further reduced the powers of the president, as it is developed in the parliamentary governance countries.

მოცემულ სამაგისტრო ნაშრომში განხილულია საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა 2013-2017 წლებში, მისი დანიშნულება და სოციალური ფუნქცია, ვენეციის კომისიის დასკვნისა და წინასწარი რეკომენდაციების ანალიზი, საპარლამენტო და საპრეზიდენტო მოდელის თავისებურებანი - დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები. ეს ყველაფერი კი გადმოცემულია კონსტიტუციის ძველი და ახლი რედაქციების შედარებითი ანალიზით . ძირითადი ყურადღება გამახვილებულია პრეზიდენტის ისეთი სახის უფლება-მოვალეობებზე, რომელშიაც ყველაზე კარგად ჩანს 2013-2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმების არსიანუ საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტისათვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული კი პირველ რიგში გამოიხატება მთავრობის ფორმირების და კანონშემოქმედებით (ვეტო,საკანონმდებლო ინიციატივა)საკითხში მის პასიურ მონაწილებაში, ქვეყნისმეთაურის არაპირადპირ არჩევითობაში, პოლიტიკურნეიტრალიტეტში და სახელმწიფო ორგანოთა შორის წარმოქმნილ პოლიტიკური კონფლიქტების განმუხტვაში. ისტორიულ კონტექსტში პარალელებია გავლებული, აგრეთვე, საქართველოს რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციასთან იმ ინსტიტუტებთან მიმართებაში, რომელზედაც ჯერ კიდევ მაშინ, კონსტიტუციურ პროექტზე მუშაობისას მიდიოდა აქტიური დისკუსია მათ შემოღება არ შემოღებაზე, მაგალითად, პრეზიდენტის ინსტიტუტი,კონტრასიგანაცია და ა.შ. ერთი შეხედვით, დაუკვირვებელ მკითხველს შეიძლება გადაჭარბებულადაც მოეჩვენოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე ასეთი აპელირება, მაგრამ იგისრულად პასუხობს ნაშრომის სათაურს: „საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა-გზა საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტოსკენ“, რადგან,პრეზიდენტის ინსტიტუტი ნაშრომში გაანალიზებულია ორივე კონტექსტში ,როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო მმართველობაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/1663
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Giorgi Chikhinashvili Samagistro.pdfსაქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა- გზა საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტოსკენ689.7 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

190
checked on May 4, 2024

გადმოწერა

791
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.