გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1533
სათაური: ზოგიერთი ორგანული სილიკატის ზეგავლენა სამშენებლო კომპოზიციური მასალების თვისებებზე
ავტორები: ფარულავა, გიორგი 
ხელმძღვანელი: მუკბანიანი, ომარ 
ხარისხის სახელი: MSc in Chemistry
ქიმიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქიმია. Chemistry
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კლინკელური ცემენტური კომპოზიტები
ჰიდროიზოლაცია
შემკრავი არაორგანული და ორგანული მასალები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the modern day, priority is given towards cheaper and economically more viable options in the construction industry, this is often caused by the high cost of classic building materials. The composite materials which are often used, contain not only inorganic but organic chemicals that give them certain properties such as tensile and adhesive strenght on top of making them economically viable, their production is generally cheaper and it produces the same quality products as classic materials but with downside of being more complex. Modern composite materials often use cellulose as a component, it is to be noted that cellulose has various modifications, these modifications often fulfill different roles, one of which is hydrophobic additions, which fulfill their roles in damp and moist enviroment, because of this they are often used in areas with high moisture percetege in the air.
Hydrophobic additions are quite expensive too, their main function is to create a micelle which is stable and has ability to repel water. In addition to previous paragraph, attention is also given to strength of the material, however in composite materials this is exceedingly difficult when compared to creating a hydrophobic material, this is due to the fact that tensile strength of a composite materials is determined by many other factors, one of of which is the size of particles, strength of chemical bonds etc.To solve the following issues we conducted research with various silicates that posses the desired properties which might improve the composite materials.
During testing tetraetoxisilicate and ethylsilicate was added into the various composite materials, this addition was direct and by form of treating already finished material, the optimal mixing method was detetmined by testing of applied material for adhesion results, with this method it was determined that the optimal method of mixing the research materials was to mix them simultaniously.

დღეისთვის სამშენებლო მასალების ეკონომიკურად უფრო ეფექტური და იაფი წარმოება წარმოადგენს პრიორიტეტს სამშენებლო ინდუსტრიისთვის, ეს განპირობებულია კლასიკური სამშენებლო მასალათა სიძვირით, იშვიათობით და მაღალი მოთხოვნით. ამჟამად მშენებლობაში გამოიყენება კომპოზიტური მასალები, რომლებიც შეიცავენ როგორც არაორგანულ ისევე ორგანულ ნივთიერებებს, რაც განპირობებს მასალათა სიმტკიცეს და ეკონომიკურ ვალიდურობას. მათი წარმოება უფრო იაფია და გვაძლევს ანალოგიურ შედეგებს ისევე როგორც კლასიკური მასალები, მაგრამ ხასიათდებიან სირთულით, რაც გამოწვეულია მათი შემადგენლობით. თანამედროვე კომპოზიტებში ძირითად გამოიყენება ცელულოზა, რომლის სხვადასხვა მოდიფიკაციები წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დანამატს. კომპოზიტებში გამოიყენება სხვადასხვა დანამატები, რომლებსაც განსვავებული როლი აკისრიათ, მათ შორის არის ჰიდროფობიზატორები. რომლებიც ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას იქ, სადაც ჰაერის და ზედაპირის სინესტე მაღალია.
ჰიდროფობიზატორები საკმაოდ ძვირია, იმის გამო რომ მათი მთავარი ფუნქცია არის მიცელის წარმოქმნა რომელიც იქნება საკმარისად მდგრადი და ექნება მაღალი ჰიდროფობური თვისებები. მეორე პრობლემა რომელიც პრიორიტეტულია სამშენებლო მასალებში ეს არის სიმტკიცე, სიმტკიცის მომატება შედარებით რთულია, რადგან წყლის მიმართ მდგრადობასთან შედარებით, რომელშიც მთავარი ფაქტორია მიცელის ან დამცავი შრის წარმოქმნა, სიმტკიცის გაზრდა დამოკიდებულია გაცილებით უფრო მეტ ფაქტორზე, მათ შორის ნაწილაკების ზომაზე, ქიმური ბმების სიმტკიცეზე, ღრუების არსებობაზე და ა.შ.
ზემოთ აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად ჩვენ ჩავატარეთ კვლევა სხვადასხვა სილიკატთან, რომლებიც ხასიათდებიან იმ თვისებებით რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს კომპოზიტური მასალების თვისებების გასაუმჯობესებლად.
დამატებული იყო ტეტრაეტოქსისილანი და ეთილსილიკატი, მათი დამატება მოხდა როგორც პირდაპირ ისე ზედაპირული დამუშავებით, განისაზღვრა მათი ოპტიმალური შერევის პირობები. ოპტიმალური შერევის პირობები განისაზღვა შერევის და დატანვის შედეგად მიღებული ადჰეზიური მაჩვენებლებით. შერევის ოპტიმუმი დადგინა რომ ნივთიერებების შერევა შედარებით მაღალ შედეგებს იძლევა მაშინ როდესაც მათი დამატება ხდება პარალელურად.
URI: https://openscience.ge/handle/1/1533
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Farulava Giorgi.pdfზოგიერთი ორგანული სილიკატის ზეგავლენა სამშენებლო კომპოზიციური მასალების თვისებებზე2.11 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

66
checked on May 19, 2024

გადმოწერა

103
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.