გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1528
სათაური: სოციალური მედიის როლი თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო კაპმანიის პროცესში
ავტორები: გოგრიჭიანი, ხატია 
ხელმძღვანელი: გერსამია, მარიამ 
ხარისხის სახელი: MA of Mass Communications in Media Studies
მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მედიის კვლევებში
სასწავლო პროგრამის სახელი: მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სოციალური მედია ,,Facebook” -ი
სარეკლამო პლატფორმა
Facebook გვერდების კონტენტ ანალიზი
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The role of social media in the pre-election campaign of Tbilisi mayoral candidates
in 2017. Introduction describes the methods and tasks of the study. Studies in this
direction have not been made in Georgia, and this article is a novelty.
Although social networks are very active in almost every direction in Georgia and
are not new to the novelty, we still find a lack of research in social networks.
Particularly small studies of social networks and policies Social media are the main
source of political activity in foreign sources, especially examples of the United
States. Master's thesis describes trends in the use of the Internet and social
networks in Georgia.
The final part of the qualitative research was presented, within the framework of
which the potential voter was interviewed, and in the pre-election period an indepth

analysis of the content of the candidates on Facebook's pages that
participated in municipal elections was conducted. As a result of the research,
there appeared tendencies in which Georgian politicians turn to social media in
order to position their image, as well as determine the ways of influencing voters.
As a result of the survey, we also identified strong and weak political opponents
in the strategy of social networks.

ნაშრომში განხილულია სოციალური მედიის როლი 2017 წლის თბილისი
თვითმმართველობის არჩევნების პროცესში. შესავალი აღწერს ნაშრომის
კვლევის მეთოდებსა და მიზნებს. საქართველოში ამ მიმართულებით
კვლევა არ გაკეთებულა და წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სიახლეს.
მიუხედავად იმისა რომ სოციალური ქსელები ძალიან აქტიურად
გამოიყენება საქართველოში თითქმის ყველა მიმართულებით და უკვე
აღარ წარმოადგენს სიახლეს, მაინც ვაწყდებით სოციალური მედიის
მიმართულებით წარმოებული კვლევების სიმცირეს. განსაკუთრებით
მცირეა კვლევები სოციალური მედიის და პოლიტიკის შესახებ. სოციალურ
მედიაში პოლიტიკური აქტივობის შესახებ ძირითად უცხოურ წყაროებშია
საუბარი, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების
მაგალითებია საფუძვლიანად განხილული.
სამაგისტრო ნაშრომი აღწერს საქართველოში ინტერნეტის და სოციალური
მედიის მოხმარების ტენდენციებს. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია
თვისებრივი კვლევის შედეგები რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა
პოტენციური ამომრჩეველი და განხორციელდა თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ,,Facebook“ -ის გვერდების
კონტენტის სიღრმისეული ანალიზი წინასაარჩევნო პერიოდში.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენციები, რომლებსაც ქართველი
პოლიტიკოსები მიმართავენ სოციალური მედიაში თავიანთი იმიჯის
პოზიციონირებისთვის, ასევე გამოიკვეთა თუ რა ხერხებს მიმართავენ
ამომრჩეველზე გავლენს მოხდენის მიზნით. კვლევის შედეგად ასევე
დავადგინეთ პოლიტიკური ოპონენტების ძლიერი და სუსტი მხარეები
სოციალურ მედიაში განხორციელებული სტრატეგიის მიმართულებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/1528
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis-Gogritchiani maskomi.pdfსოციალური მედიის როლი თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო კაპმანიის პროცესში1.23 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

233
checked on May 4, 2024

გადმოწერა

874
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.