გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1524
სათაური: ტერორიზმისა და მედიის სიმბიოზის მახასიათებლები ქართულ ონლაინმედიაში
ავტორები: გოგბერაშვილი, გიორგი 
ხელმძღვანელი: წერეთელი, მარი 
ხარისხის სახელი: MA of Mass Communications in Media Studies
მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მედიის კვლევებში
სასწავლო პროგრამის სახელი: მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ეთიკური რეგულაციები
მედიაგზავნილების ანალიზი
ონლაინმედიის როლი
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The main goal for the research “Characteristics of Terrorism and Media Symbiosis in Georgian Online
Media” is to study and analyze the parameters regarding online coverage of terrorism-related topics.
In the era of internet and rapid technological achievements journalism is continuously developing and
changing. Aside from being popular, online media is also the fastest way of spreading information,
hence it is important to clarify exactly how the terrorism-related topics are being covered in online
media.
The article is a research about the following topics: is there a symbiotic connection between Georgian
online media and terrorism, what are the characteristics of that said symbiotic connection, is Georgian
online media paying enough attention to the problem of terrorism, how thoroughly does the Georgian
online media cover terrorism-related topics, what role does media play against terrorism, and finally,
the research also emphasizes the reasons and possible outcomes of those symbiotic connections.
The article uses several methods of qualitative research: 1. content analysis; 2. interview; 3. framing.
Media experts were interviewed during the research process to ethically answer questions regarding
connections between terrorism and media, and to identify the reasons and characteristics of that said
symbiosis. Based on all above some general conclusions were made. Two online media pages were
studied during the research process, on.ge and netgazeti.ge. These two were chosen based on their
ratings, ethicality and reliability. Based on content analysis some specific issues were pointed out.

სამაგისტრო ნაშრომის - ,,ტერორიზმისა და მედიის სიმბიოზის მახასიათებლები ქართულ
ონლაინმედიაში“ მიზანია, შეისწავლოს და გაანალიზოს ის პარამეტრები, რომლებიც
ტერორიზმის გაშუქებას ახლავს ონლაინმედიაში. ინტერნეტისა და მუდმივი
ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში ჟურნალისტიკა ვითარდება და სახეს იცვლის.
პოპულარობასთან ერთად, ონლაინმედია ინფორმაციის გავრცელების განსაკუთრებული
სისწრაფით გამოირჩევა, ამიტომ, ოპერატიულობის კუთხით, მნიშვნელოვანია დადგენა,
თუ როგორ შუქდება ტეორიზმის ფაქტები, კონკრეტულად, ონლაინმედიაში.
ნაშრომში გამოკვლეულია შემდეგი საკითხები: არსებობს თუ არა ქართულ ონლაინმედიასა
და ტერორიზმს შორის სიმბიოზური კავშირი, რა არის ამ სიმბიოზური კავშირის
მახასიათებლები, უთმობს თუ არა ქართული ონლაინმედია ტერორიზმის პრობლემას
სათანადო ყურადღებას, რამდენად სიღრმისეულად აშუქებს ქართული ონლაინმედია
ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, არღვევენ თუ არა ჟურნალისტები ეთიკურ
სტანდარტებს, რა როლი აქვს მედიას ტერორიზმის წინააღმდეგ, ასევე, ყურადღება
გამახვილებულია მედიისა და ტერორიზმის სიმბიოზური კავშირის მიზეზებსა და
მოსალოდნელ შედეგებზე.
ნაშრომში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის რამდენიმე მეთოდი: 1. კონტენტ-ანალიზი
2. სიღრმისეული ინტერვიუ 3. თეორიული ჩარჩო - ფრეიმინგი. სიღრმისეული ინტერვიუ
ჩატარდა მედიაექსპერტებთან, რომლებსაც ეთიკურ ჭრილში შეეძლოთ გაეცათ პასუხი
ტერორიზმისა და მედიის დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე,
გამოეკვეთათ ამ სიმბიოზის მახასიათებლები და გამომწვევი მიზეზები. ამის საფუძველზე
შესაძლებელი გახდა საერთო დასკვნების გაკეთება. დაკვირვების მეთოდი განხორციელდა
2 ონლაინმედია საშუალებაზე, on.ge-ზე და netgazeti.ge-ზე. აღნიშნული მედიაარხები
რეიტინგის, ეთიკურობისა და სანდობიის პრინციპით შეირჩნენ. კონტენტ-ანალიზის
საშუალებით გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1524
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Ma Thesis. Gogberashvili maskomi.pdfტერორიზმისა და მედიის სიმბიოზის მახასიათებლები ქართულ ონლაინმედიაში1.66 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

152
checked on May 2, 2024

გადმოწერა

1,214
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.