გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1465
სათაური: ცვლილება ცვლილებისთვის: სტრუქტურული ცვლილების პრაქტიკა ქართულ საჯარო სექტორში
ავტორები: სივსივაძე, გვანცა 
ხელმძღვანელი: მაჭარაშვილი, ნანა 
ხარისხის სახელი: Master of Arts in Public Policy and Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა. Public Policy and Administration
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ორგანიზაციული ცვლილების მოდელები
მონაცემთა ანალიზი
სტრუქტურული ცვლილების ტექნიკური მხარე
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
One of the biggest challenges associated with the work of the public sector in Georgia is the
obscure structural changes implemented by the government, about the purpose and the
process of which there are no academic or other types of research.
The goal of my research is to identify specific objectives and/or factors that the structural
changes in Georgian public sector are based on, namely, the decision made on the merging of
the Ministry of Environment and Natural Resources Protection and the Ministry of
Agriculture. The research also aims to analyze the process of structural change and determine
the factor and/or purpose of the decision made.
The research revealed that structural change did not have a specific goal or causing factor, and
it was dictated by a political decision-making dilemma. Consequently, only the functional
merging of the two ministries took place, which was not aimed necessarily at developing any
specific sector out of the two. The structural change has had a particularly negative impact on
the direction of environmental protection.
In-depth interviews have revealed that the interests of the employees were neglected, the staff
left for private sector and unequal environment was created. Because of the lack of knowledge
of the "political map" and not being the part of the "political coalition", employees of the
environmental sector were found in the "loser" position.

საჯარო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ
გამოწვევას საქართველოში ხელისუფლების მიერ განხორციელებული ბუნდოვანი
სტრუქტურული ცვლილებები წარმოადგენს, რომელთა მიზნობრიობისა და პროცესის
შესახებ აკადემიური ან სხვა ტიპის კვლევები პრაქტიკულად არ არსებობს.
ჩემი კვლევის მიზანია დაადგინოს ის კონკრეტული მიზნები და/ან გამომწვევი
ფაქტორები, რომლებსაც ეფუძნება ქართულ საჯარო სექტორში გატარებული
სტრუქტურული ცვლილება, კერძოდ კი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანების შესახებ
მიღებული გადაწყვეტილება. ასევე, კვლევის მიზანია მოახდინოს სტრუქტურული
ცვლილების განხორციელების პროცესის ანალიზი და დაადგინოს გადაწყვეტილების
გამომწვევი ფაქტორი ან/და მიზანი.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სტრუქტურულ ცვლილებას არ გააჩნდა
კონკრეტული მიზანი ან გამომწვევი ფაქტორი, და ის იყო ნაკარნახევი პოლიტიკური
გადაწყვეტილების დილემით. შესაბამისად, მოხდა მხოლოდ სამინისტროების
ფუნქციური გაერთიანება, რომელიც სულაც არ ისახავდა რომელიმე დარგის
განვითარებას მიზნად. სტრუქტურულმა ცვლილებამ განსაკუთრებით უარყოფითი
ზეგავლენა მოახდინა გარემოსდაცვით მიმართულებაზე. სიღრმისეული ინტერვიუს
საფუძველზე გამოიკვეთა, რომ უგულებელყოფილი იქნა თანამშრომელთა
ინტერესები, მოხდა ამ მიმართულებიდან კადრების გადინება და შეიქმნა არათანაბარი
გარემო, სადაც ე.წ. „პოლიტიკური რუკის“ არ ცოდნისა და „პოლიტიკურ კოალიციაში“
არ ყოფნის გამო, „წაგებულის“ პოზიციაში გარემოსდაცვითი მიმართულებით
დასაქმებული თანამშრომლები აღმოჩნდნენ.
URI: https://openscience.ge/handle/1/1465
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis.Sivsivadze sajaro.pdfცვლილება ცვლილებისთვის: სტრუქტურული ცვლილების პრაქტიკა ქართულ საჯარო სექტორში449.36 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

69
checked on May 18, 2024

გადმოწერა

230
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.