გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1454
სათაური: საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა ხელშეწყობის მექანიზმებისა და პრაქტიკების შედარებითი ანალიზი
ავტორები: ბასილაშვილი, ჯულიეტა 
ხელმძღვანელი: ჩხეიძე, ქეთევან 
მაჭარაშვილი, ნანა 
ხარისხის სახელი: Master of Arts in Public Policy and Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა. Public Policy and Administration
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გენდერული თანასწორობა
ქალის მუშაობა
საჯარო სექტორში დასაქმებული ქალები
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
კვლევაში აღწერილია საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში არსებული
მდგომარეობა დასაქმებულ ქალთა ხელშეწყობის კუთხით. ასევე, საუბარია იმ მწვავე
პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ძალიან აქტუალურია
ქალთა დასაქმებისა და მათი შემდგომი, კარიერული განვითარების თვალსაზრისით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წელს
განხორციელებული ცვლილებები, დისკრიმინაციის აკრძალვის მხრივ, დასაქმებულის
დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება, მაინც იკვეთება
შრომით ურთიერთობებში გენდერის კუთხით უთანასწორო მოპყრობის საფრთხეები.
ქალები ძირითადად დასაქმებული არიან კერძო სფეროში და წარმოადგენენ
ძირითად ბირთვს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაში. დასაქმებული
კაცების უმრავლესობა კი საჯარო სექტორში მუშაობს. ეს ის სივრცეა, სადაც ხდება
მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადების ხელფასების სახით დისტრიბუცია და
არ იქმნება ეკონომიკური დოვლათი (პატარაია 2014).
წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს შეისწავლოს და განსაზღვროს საჯარო და
კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა გარემო, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება
ქალების, როგორც დისკრიმინირებული საზოგადოებრივი ჯგუფის გაძლიერებასა და
მხარდაჭერაზე. გამოავლინოს რა პირობებია შექმნილი დღეს საქართველოს საჯარო და
კერძო სექტორში დასაქმებისთვის. რომელ სექტორში და რომელ პოზიციებზე გვხვდება
ქალების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი და რა ფაქტორები განაპირობებს შრომის
ბაზარზე გენდერულ დიფერენცირებას.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, ასევე, იმის დადგენა, სახელმწიფო და
არასახელმწიფო სექტორებიდან რომელი უფრო მეტდაა ორიენტირებული ქალთა
დასაქმების ხელშეწყობასა და შრომითი უფლებების დაცვაზე და რა მექანიზმების
საშუალებით აღწევს მიზანს.
ნაშრომში გვხვდება გენდერულ ჭრილში საქართველოსა და საერთაშორისო
საკანონმდებლო პრაქტიკების შედარებითი ანალიზი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1454
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Basilashvili sajaro.pdfსაქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა ხელშეწყობის მექანიზმებისა და პრაქტიკების შედარებითი ანალიზი1.77 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

111
checked on May 16, 2024

გადმოწერა

863
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.