Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1454
Title: საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა ხელშეწყობის მექანიზმებისა და პრაქტიკების შედარებითი ანალიზი
Authors: ბასილაშვილი, ჯულიეტა 
Advisor: ჩხეიძე, ქეთევან 
მაჭარაშვილი, ნანა 
Degree Name: Master of Arts in Public Policy and Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა. Public Policy and Administration
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: გენდერული თანასწორობა
ქალის მუშაობა
საჯარო სექტორში დასაქმებული ქალები
Issue Date: 2018
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
კვლევაში აღწერილია საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში არსებული
მდგომარეობა დასაქმებულ ქალთა ხელშეწყობის კუთხით. ასევე, საუბარია იმ მწვავე
პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ძალიან აქტუალურია
ქალთა დასაქმებისა და მათი შემდგომი, კარიერული განვითარების თვალსაზრისით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წელს
განხორციელებული ცვლილებები, დისკრიმინაციის აკრძალვის მხრივ, დასაქმებულის
დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება, მაინც იკვეთება
შრომით ურთიერთობებში გენდერის კუთხით უთანასწორო მოპყრობის საფრთხეები.
ქალები ძირითადად დასაქმებული არიან კერძო სფეროში და წარმოადგენენ
ძირითად ბირთვს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაში. დასაქმებული
კაცების უმრავლესობა კი საჯარო სექტორში მუშაობს. ეს ის სივრცეა, სადაც ხდება
მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადების ხელფასების სახით დისტრიბუცია და
არ იქმნება ეკონომიკური დოვლათი (პატარაია 2014).
წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს შეისწავლოს და განსაზღვროს საჯარო და
კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა გარემო, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება
ქალების, როგორც დისკრიმინირებული საზოგადოებრივი ჯგუფის გაძლიერებასა და
მხარდაჭერაზე. გამოავლინოს რა პირობებია შექმნილი დღეს საქართველოს საჯარო და
კერძო სექტორში დასაქმებისთვის. რომელ სექტორში და რომელ პოზიციებზე გვხვდება
ქალების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი და რა ფაქტორები განაპირობებს შრომის
ბაზარზე გენდერულ დიფერენცირებას.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, ასევე, იმის დადგენა, სახელმწიფო და
არასახელმწიფო სექტორებიდან რომელი უფრო მეტდაა ორიენტირებული ქალთა
დასაქმების ხელშეწყობასა და შრომითი უფლებების დაცვაზე და რა მექანიზმების
საშუალებით აღწევს მიზანს.
ნაშრომში გვხვდება გენდერულ ჭრილში საქართველოსა და საერთაშორისო
საკანონმდებლო პრაქტიკების შედარებითი ანალიზი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1454
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis Basilashvili sajaro.pdfსაქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა ხელშეწყობის მექანიზმებისა და პრაქტიკების შედარებითი ანალიზი1.77 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

111
checked on Apr 29, 2024

Download(s)

860
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.