Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1345
Title: სოციალური რეკლამა თანამედროვე ქართულ სატელევიზიო მედიაში
Authors: საბაშვილი, ლევან 
Keywords: მედია;არაკომერციულო რეკლამა;პრობლემატიკა;სოციუმი;Media;non-commercial advertisement;problem;society
Issue Date: 2019
Abstract: 
სოციალური კეთილდღეობა მრავლისმომცველი ცნებაა და ადამიანთა სრული
უმრავლესობისთვის მსგავსი ნიშან-თვისებებით განისაზღვრება. ესაა: მშვიდი ქვეყანა,
სტაბილური შემოსავალი, ზრდის/განვითარების პერსპექტივა, ჯანსაღი ოჯახი, შვილები
და ა. შ. თუმცა, ამ „შეთანხმებული“ პოზიციის მიღმა, ნებსით თუ უნებლიედ ჩვენ
ხშირად იმ ფაქტორებზე ვხუჭავთ თვალს, რომლებიც ცხოვრების ხარისხზე
უარყოფითად მოქმედებს. დაბინძურებული გარემო, ჭუჭყიანი სადარბაზოები,
მიტოვებული ბავშვები, უწესრიგო მოძრაობა გზებზე და ავტოავარიები, ნარკომანია,
პროსტიტუცია, ჰომოფობია და დაავადებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი
სხვა მაჩვენებლები ჩვენი ყოფის ჩვეულ შემადგენლებად იქცა.
რამდენად და როგორაა შესაძლებელი ადამიანის აზროვნების, შემდეგ კი ქცევის
შეცვლა, თუკი გულგრილი დამოკიდებულება უკვე ჩვევაა?! ამ, ერთი შეხედვით,
რთული კითხვის უკან საკმაოდ მარტივი პასუხია: მედიის ეფექტი და გავლენა
სოციუმზე იმდენადვე დიდია, როგორც თავად საზოგადოების გავლენა მედიაზე.
აღნიშნული მოჯადოებული წრედის კვლევა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა
ამჯერად ყურადღებას ერთ ობიექტზე: რეკლამის განსაკურებულად „კეთილშობილ“
ფორმაზე - სოციალურ რეკლამაზე გავამახვილებთ.
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი ორი ნაწილისგან შედგება. ნარატივში
წარმოდგენილია ჩვენს მედია ბაზარზე სოციალური რეკლამის ადგილისა და მნიშვნელობის

კვლევა. დანართებში კი, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მკითხველი გაეცნობა
საავტორო პროექტს, ხარჯთაღრიცხვასა და ასოციალური რგოლის სარეჟისორო (რკინისებურ)
სცენარს.

ნაშრომი შესრულებულია მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

Social well-being is a great concept and is determined by similar characteristics for the full
majority of human beings. These are: A peaceful country, stable income, perspective for
growth/development, healthy Family and so on, but behind this "Agreed" position, willingly or
unwillingly we do not acknowledge the factors, which change our lives to the worse.
A Filthy environment, dirty entrances, homeless children, car-accidents, drug usage, prostitution,
homophobia and other characteristics of the sick society have become a part of our lives.
And how possible is it to change someone’s way of thinking and then their actions, when a cold
attitude is already embedded in themselves?
At first glance the complicated question has a simple answer: The effect of the media over our
society, is as big, as the society's effect on the media.
The research on this "enchanted" loop could go on forever, but now we shall turn our attention to
the "Noble" kind of advertisement - The Social Advertisement.
The present Master's work consists of two parts. The narrative is a study of the location and
importance of social advertising on our media market.
In annexes, along with other information, the reader will be familiarized with the copyright
project, the budget and the director’s script of social advertisement.
Thesis is prepared to obtain the master’s academic degree.
URI: https://openscience.ge/handle/1/1345
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis.Sabashvili axteq.pdfსოციალური რეკლამა თანამედროვე ქართულ სატელევიზიო მედიაში1.62 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

7
checked on Jan 20, 2020

Download(s)

1
checked on Jan 20, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.