გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1325
სათაური: შრომითი მიგრაციის ფემინიზაციის გავლენა საქართველოში მყოფ შვილებზე
ავტორები: ყალიჩავა, თამარ 
ხელმძღვანელი: წულაძე, ლია 
ხარისხის სახელი: Master of Sociology
სოციოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სოციოლოგია. Sociology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია
ტრანსნაციონალური დედობა
ემიგრაცია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
My Master's thesis refers to the impact of labor migration of Georgian women on children
left behind. Nowadays, on the background of the unemployment and economic situation in
the country, the number of Georgian immigrant women is more than the number of
immigrant men. The tendency of growing number of immigrant Georgian women is
remarkable and gives the impression of certain influences on their children.
The research was conducted with Georgian immigrant women in Greece and Italy and with
their children. Countries were selected by two criteria. First, the number of Georgian
immigrants in these countries is the highest, and second, Greece and Italy are leading the EU
countries with money transfers to Georgia. Hence, it is interesting to know what is the
relationship between economic benefits and social losses that the children of immigrant
mothers face.

As it turned out, Georgian immigrant women are quite successful using "Transnational
Motherhood" strategies in relation to their children and family. Their children are trying to
use their capabilities to maximize their benefits in order to create a better future. Despite the
benefits from immigrant mothers, children have experienced very important social losses,
however, these losses are rationally evaluated by children because of the benefits and they
try to justify emigration of mothers considering the environmental factors.

Concerning attitude of migrants to the feminization of labor migration, the respondents are
mainly negatively evaluated and they wish they did not have such an experience.

სამაგისტრო ნაშრომი ეხება ქართველი ქალების შრომითი მიგრაციის
ზეგავლენას საქართველოში მყოფ შვილებზე. ქვეყანაში არსებული უმუშევრობისა
და მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ქართველი ემიგრანტი ქალების
რაოდენობა კაცების რაოდენობაზე მეტია და ზრდადი ტენდენციით ხასიათდება.
ემიგრანტი ქალების დიდი რიცხვი გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ მათი
შრომითი მიგრაციის შვილებზე ზეგავლენა.
კვლევა ჩატარდა ქართველ ემიგრანტ ქალებთან, რომლებიც იმყოფებიან
საბერძნეთსა და იტალიაში და მათ შვილებთან. ქვეყნები შეირჩა ორი კრიტერიუმის
მიხედვით. პირველი, ის რომ ამ ქვეყნებში ქართველი ემიგრანტი ქალების
რაოდენობა ყველაზე მეტია და მეორე, საბერძნეთი და იტალია ლიდერობენ
ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოში ფულადი გზავნილებით. აქედან
გამომდინარე, საინტერესოა, რა კავშირია ეკონომიკურ სარგებელსა და სოციალურ
დანაკარგებს შორის, რომლებსაც ემიგრანტი დედების შვილები განიცდიან.
როგორც აღმოჩნდა, ქართველი ემიგრანტი ქალები საკმაოდ წარმატებით
იყენებენ „ტრანსნაციონალური დედობის“ სტრატეგიებს საკუთარ შვილებთან და
ოჯახთან მიმართებით. მათი შვილები კი ცდილობენ, თავიანთი შესაძლებლობების
მაქსიმალურად გამოყენებამოახდინონ, რათა მოცემული სარგებელი უკეთესი
მომავლის შექმნისაკენ მიმართონ. მიუხედავად დედების ემიგრაციისგან მიღებული
სარგებლისა, შვილები დიდ სოციალურ დანაკარგებს განიცდიან, თუმცა, ამ
დანაკარგებს რაციონალურად აფასებენ მიღებული სარგებლის ფონზე და
ცდილობენ, გაამართლონ დედების ემიგრაცია გარემო ფაქტორების
გათვალისწინებით.
რაც შეეხება ქალთა შრომითი მიგრაციისადმი დამოკიდებულებას,
რესპონდენტები ძირითადად უარყოფითად აფასებენ და ისურვებდნენ, არ
ჰქონოდათ მსგავსი გამოცდილება.
URI: https://openscience.ge/handle/1/1325
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Kalichava- MA Thesis soc2019.pdfშრომითი მიგრაციის ფემინიზაციის გავლენა საქართველოში მყოფ შვილებზე1.11 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

175
checked on May 17, 2024

გადმოწერა

628
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.