გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1223
სათაური: ქოუჩინგის როლი პიონერული ფაზის არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარებაში
სხვა სათაურები: საქართველოს მაგალითზე
ავტორები: მამადაშვილი, თამარ 
ხელმძღვანელი: ბელქანია, ნოდარ 
ხარისხის სახელი: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი ორგანიზაციის განვითარებაში.
სასწავლო პროგრამის სახელი: ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება. Organization Development and Consulting
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ქოუჩინგი
ქოუჩი
კლიენტი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
As well as the organizational development researches, researches in coaching is considered a new
field in Georgia. Day in, day out using coaching for personal or career growth gets more and more
important. World’s practice shows that the implementation of coaching in the organization
significantly increases employees' motivation and productivity. This field in Georgia is less
developed, and therefore less or less relevant information or researches related to this field are
found. The purpose of this study is to determine the importance and role of coaching in the
development of NGOs in the pioneer phase on an example of Georgia. I researched the
nongovernmental organization in the pioneer phase to define its basic characteristics. In the pioneer
phase, the organization is working in a chaotic way and everything goes around a pioneer. It is
interesting how he/she solves the problems during the crisis or before the crisis. How does he/she
cope with the challenges. The subject of the research was to determine the role of coaching in the
development of NGOs in the pioneer phase on an example of Georgia, also it was important to
determine how the implementation of coaching works on a organizational climate and human
relations and how effective it is to implement functions and work. The main objectives of the study
were as follows: What kind of qualities pioneering phase NGOs have and how they are they
connected to pioneers’ qualities; Theoretically is the development of the organization linked to the
development and level of awareness of the pioneer? What is the difference between the organization
which implemented coaching and the organization which didn’t if they are same area and they have
the same development phase and what cause this differences; Who is a coach / client and what
process they go through during working together; Based on the topic and the interest of the
researcher, the research was held by the qualitative method. I used several methods of research:
literature review, analysis of documents, in-depth interviews. Within the survey, I used in-depth
interview method with the founder (pioneer) of the 2 pioneer phase non-governmental organization
and the current and a former employee of the same organizations. In the organization that uses
coaching, I had an interview with the current employee, And in an organization that does not use
coaching I had an interview with the former employee. The study revealed that the implementation
of coaching in organizations helps to harmonize relationships, and also positively affects
performance and motivation. The process of the setting goals and achieving them is easier for
management and employees.

ისევე როგორც ორგანიზაციის განვითარების კვლევა, ქოუჩინგის კვლევებიც
საქართველოში ახალ დარგად მიიჩნევა. ქოუჩინგის გამოყენება პიროვნული თუ
კარიერული ზრდისთვის დღითი დღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მსოფლიო
პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ ორგანიზაციაში ქოუჩინგის დანერგვა მნიშვნელოვნად
ზრდის თანამშრომელთა მოტივაციასა და შრომის ნაყოფიერებას. საქართველოში ეს
სფერო ნაკლებადაა განვითარებული, შესაბამისად, ნაკლებადვე მოიძებნება ამ
სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ კვლევები. მოცემული კვლევის მიზანია
პიონერულ ფაზაში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაში ქოუჩინგის
მნიშვნელობისა და როლის დადგენა საქართველოს მაგალითზე. საკვლევ ობიექტად
შევარჩიე პიონერულ ფაზაში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია, მისი ძირითადი
მახასიათებლების განსაზღვრა. პიონერულ ფაზაში ორგანიზაციაში ქაოსურად მიდის
მუშაობა და ყველაფერი ერთი ადამიანის, პიონერის გარშემო ბრუნავს. საინტერესოა
როგორ აგვარებს იგი პრობლემებს კიზისის მომწიფებისას ან მომწიფებამდე. როგორ
უმკლავდება გამოწვევებს. კვლევის საგანი იყო იმის დადგენა, თუ რა როლი აქვს
ქოუჩინგს პიონერულ ფაზაში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარებაში
საქართველოს მაგალითზე, ასევე მნიშვნელოვანი იყო იმის განსაზღვრა რამდენად
მოქმედებს ქოუჩინგის დანერგვა ორგანიზაციულ კლიმატსა და ადამიანური
ურთიერთობებზე და რამდენად მოქმედებს მისი დანერგვა ფუნქციებისა და სამუშაოს
გადანაწილებაზე. კვლევაში დასახული მიზნის შესაბამისად დასმული იყო შემდეგი
ძირითადი ამოცანები: რა თვისებებით ხასიათდება პიონერული ფაზის არასამთავრობო
ორგანიზაცია და რამდენად ატარებს იგი პიონერის თვისებებს; არის თუ არა მიბმული
თეორიულად ორგანიზაციის განვითარება პიონერის განვითარებასა და ცნობიერების
დონეზე; რამდენად დიდია განსხვავება ერთსა და იმავე სფეროსა და ფაზაში მყოფ
ოგანიზაციების განვითარებას შორის, რომლებმაც დანერგეს ქოუჩინგი და რომლებსაც
ჯერ არ დაუნერგავთ და რა იწვევს ამ სხვაობას; ვინ არის ქოუჩი/კლიენტი და რა
პროცესს გადიან ისინი ერთად მუშაობისას; თემის სპეციფიკურობიდან და მკვლევარის
ინტერესიდან გამომდინარე კვლევა ჩატარდა თვისებრივი მეთოდით. კვლევისას
გამოვიყენე რამდენიმე მეთოდი: ლიტერატურის მიმოხილვა, დოკუმენტების ანალიზი,
სიღრმისეული ინტერვიუ. კვლევის ფარგლებში გამოვკითხე 2 პიონერული ფაზის
არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი (პიონერი) და ამავე ორგანიზაციების
არსებული და ყოფილი თანამშრომელი სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდით.
ორგანიზაციაში, რომელიც იყენებს ქოუჩინგს, გამოვკითხე არსებული თანამშრომელი.
ხოლო ორგანიზაციაში, რომელიც არ იყენებს ქოუჩინგს გამოვკითხე ყოფილი
თანამშრომელი. კვლევისას გამოვლინდა, რომ ქოუჩინგის ორგანიზაციაში დანერგვა
ხელს უწყობს ადამიანური ურთიერთობების ჰარმონიზებას, ასევე დადებითად
მოქმედებს სამუშაოს შესრულებასა და მოტივაციაზე. როგორც მენეჯმენტს, ისე
თანამშრომლებს უადვილებთ მიზნების დასახვასა და მათი მიღწევის პროცესს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1223
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA-Thesis.Mamadashvilii (1) bolo 0rg2019.pdfქოუჩინგის როლი პიონერული ფაზის არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარებაში (საქართველოს მაგალითზე)453.52 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

63
checked on May 17, 2024

გადმოწერა

228
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.