გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1124
სათაური: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შრომის ანაზღაურების მიმართ წაყენებული მოთხოვნები და მათი ასახვა ქართულ სამართალში
ავტორები: ხარაბაძე, ნანა 
ხელმძღვანელი: ზოიძე, თამარ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: შრომის ანაზღაურება
მინიმალური ანაზღაურება
ქართული სამართალი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
შრომის თავისუფლება სოციალურ უფლებებს მიეკუთვნება და როგორც სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ამ კატეგორიის უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. ასეთი უფლებების განვითარებისა და დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება.
ჯერ კიდევ 1990 წლის ანგარიშში მსოფლიო ბანკი (World Bank) ავითარებდა აზრს, რომ შრომითი ბაზრის რეგულაციები, რომლებიც მიმართული იყო დასაქმებულების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, სინამდვილეში ზიანს აყენებდა მათ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებში არსებული განსხვავებული უმუშევრობის დონეების მიზეზების ძიებისას, ჯერ კიდევ 1994 წელს წარმოდგენილ ანგარიშებში, ის ხაზს უსვამდა შრომითი ბაზრის ინსტიტუტების მნიშვნელობას და წევრ ქვეყნებს ურჩევდა შრომის ბაზრების დერეგულირებას. სწორედ ასეთი კონცეპტუალური ხედვის მატარებელი იყო საქართველოში 2006 წელს მიღებული ახალი შრომის კოდექსი. ის წლების განმავლობაში იქცა საზოგადოების ბიპოლარიზაციის ერთ-ერთ საფუძველად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კოდექსით ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების ჰარმონიულად განვითარება. ქვეყანაში შეიქმნა ის პრეცედენტი, როდესაც მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებამ, წარმოების განვითარებაზე აქცენტირებამ და დერეგულირების პოლიტიკამ გამოიწვია უკიდურესი სოციალური დაძაბულობა, რაც, თავისთავად, ზიანის მომტანი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის და წარმოშვა რადიკალიზმი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1124
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro kharabadze.pdfშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შრომის ანაზღაურების მიმართ წაყენებული მოთხოვნები და მათი ასახვა ქართულ სამართალში938.22 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

278
checked on May 4, 2024

გადმოწერა

1,254
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.