Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1124
Title: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შრომის ანაზღაურების მიმართ წაყენებული მოთხოვნები და მათი ასახვა ქართულ სამართალში
Authors: ხარაბაძე, ნანა 
Advisor: ზოიძე, თამარ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: შრომის ანაზღაურება
მინიმალური ანაზღაურება
ქართული სამართალი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
შრომის თავისუფლება სოციალურ უფლებებს მიეკუთვნება და როგორც სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ამ კატეგორიის უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. ასეთი უფლებების განვითარებისა და დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება.
ჯერ კიდევ 1990 წლის ანგარიშში მსოფლიო ბანკი (World Bank) ავითარებდა აზრს, რომ შრომითი ბაზრის რეგულაციები, რომლებიც მიმართული იყო დასაქმებულების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, სინამდვილეში ზიანს აყენებდა მათ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებში არსებული განსხვავებული უმუშევრობის დონეების მიზეზების ძიებისას, ჯერ კიდევ 1994 წელს წარმოდგენილ ანგარიშებში, ის ხაზს უსვამდა შრომითი ბაზრის ინსტიტუტების მნიშვნელობას და წევრ ქვეყნებს ურჩევდა შრომის ბაზრების დერეგულირებას. სწორედ ასეთი კონცეპტუალური ხედვის მატარებელი იყო საქართველოში 2006 წელს მიღებული ახალი შრომის კოდექსი. ის წლების განმავლობაში იქცა საზოგადოების ბიპოლარიზაციის ერთ-ერთ საფუძველად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კოდექსით ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების ჰარმონიულად განვითარება. ქვეყანაში შეიქმნა ის პრეცედენტი, როდესაც მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებამ, წარმოების განვითარებაზე აქცენტირებამ და დერეგულირების პოლიტიკამ გამოიწვია უკიდურესი სოციალური დაძაბულობა, რაც, თავისთავად, ზიანის მომტანი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის და წარმოშვა რადიკალიზმი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1124
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro kharabadze.pdfშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შრომის ანაზღაურების მიმართ წაყენებული მოთხოვნები და მათი ასახვა ქართულ სამართალში938.22 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

278
checked on Apr 24, 2024

Download(s)

1,249
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.