გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1123
სათაური: “ცნობილი სახეები” 2012-2016 წლების საარჩევნო კამპანიაში
ავტორები: ტაბეშაძე, თეა 
ხელმძღვანელი: მაცაბერიძე, მალხაზ 
ჭუმბურიძე, ირინე 
ხარისხის სახელი: Master of Arts in Political Science
პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: პოლიტიკის მეცნიერება. Political Science
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საარჩევნო კამპანია, როგორც პოლიტიკური მარკეტინგი
წარუმატებელი მსახიობობიდან წარმატებულ პრეზიდენტობამდე: რონალდ რეიგანი პოლიტიკაში
ცნობილი სახეების როლი ახალი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიაში
გამოცემის თარიღი: 2017
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
არჩევნებში გამარჯვება წინასაარჩევნოდ თანამედროვე მარკეტინგული მეთოდების გამოყენებაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მეთოდია კამპანიაში “ცნობილი სახეების” გამოყენება, ანუ ამ უკანასკნელთა მხრიდან რომელიმე პარტიის ან კანდიდატის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა საჯაროდ. „ცნობილი სახე“ საარჩევნო კამპანიაშ გამოიყენება, როგორც PR ტექნოლოგია, რომელიც პარტიას ცნობადობის ამაღლებასა და ნდობის მოპოვებაში ეხმარება. „პიარის“ არსი ხომ გარკვეული სუბიექტისადმი საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებაა (დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი 2011), ის საზოგადოებასა და ორგანიზაციას შორის ჰარმონიული და კეთილსასურველი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ემსახურება. ეს კი განსაკუთრებით ესაჭიროებათ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადგამოჩენილ პარტიებს.
ნაშრომი სწორედ ახალი პარტიების მხრიდან, ნდობისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, საარჩევნო კამპანიაში “ცნობილი სახეების” გამოყენების საკითხს მოიცავს. კერძოდ, კვლევაში ძირითადი აქცენტი გამახვილებულია 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ახალ პარტიებზე. აღნიშნული წლები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დასამახსოვრებელია იმით, რომ ის ეკუთვნის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სხვადასხვა საერთაშორისო თანამგეობრობაში ინტეგრაციისკენ სწრაფვის ეპოქას, რა დროსაც დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებში “ცნობილი სახეები” არამხოლოდ ვინმეს ან რაიმეს მხარდასაჭერად გამოიყენებოდნენ, არამედ ისინი საკუთარი პოლიტიკური პარტიისა და საკუთარი კანდიდატურის გამარჯვებისთვის ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი.
ნაშრომი ემსახურება დაადგინოს, რატომ იყენებენ ახალი პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ “ცნობილ სახეებს” და რამდენად ზემოქმედებს ეს მეთოდი ამომრჩეველზე.

The victory in the election depends on using modern marketing methods in pre-election period. One of the methods is to use celebrities in the campaign, which means to express support towards any party or candidate in public. The celebrities help parties to increase their awareness and to gain the trust, to say it in modern language, celebrities are used to PR parties.
The main idea of PR is to obtain friendliness for a certain subject in society. PR is to establish a harmonious and positive relationship between society and organization. This is especially needed for newly formed parties in the political arena.
The thesis deals with the use of celebrities in election campaigns to increase trust and awareness of new parties. In particular, the thesis is focused on new parties participating in 2012 and 2016 parliamentary elections. These years in Georgian political life are remembered by the fact that it belongs to the epoch of the country's democratic development and the integration of various international co-operatives, while democratic elections, celebrities used not only to support anyone or anything, but they were involved in fighting for their political party and their own candidacy.
The thesis serves to determine why new political parties use celebrities for pre-election period and how this method affects voters.
URI: https://openscience.ge/handle/1/1123
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA-Thesis.-Tabeshadze_1 politmec.pdf“ცნობილი სახეები” 2012-2016 წლების საარჩევნო კამპანიაში1.1 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

251
checked on May 16, 2024

გადმოწერა

923
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.