Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1123
Title: “ცნობილი სახეები” 2012-2016 წლების საარჩევნო კამპანიაში
Authors: ტაბეშაძე, თეა 
Advisor: მაცაბერიძე, მალხაზ 
ჭუმბურიძე, ირინე 
Degree Name: Master of Arts in Political Science
პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი
Degree Discipline: პოლიტიკის მეცნიერება. Political Science
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საარჩევნო კამპანია, როგორც პოლიტიკური მარკეტინგი
წარუმატებელი მსახიობობიდან წარმატებულ პრეზიდენტობამდე: რონალდ რეიგანი პოლიტიკაში
ცნობილი სახეების როლი ახალი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიაში
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
არჩევნებში გამარჯვება წინასაარჩევნოდ თანამედროვე მარკეტინგული მეთოდების გამოყენებაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მეთოდია კამპანიაში “ცნობილი სახეების” გამოყენება, ანუ ამ უკანასკნელთა მხრიდან რომელიმე პარტიის ან კანდიდატის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა საჯაროდ. „ცნობილი სახე“ საარჩევნო კამპანიაშ გამოიყენება, როგორც PR ტექნოლოგია, რომელიც პარტიას ცნობადობის ამაღლებასა და ნდობის მოპოვებაში ეხმარება. „პიარის“ არსი ხომ გარკვეული სუბიექტისადმი საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებაა (დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი 2011), ის საზოგადოებასა და ორგანიზაციას შორის ჰარმონიული და კეთილსასურველი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ემსახურება. ეს კი განსაკუთრებით ესაჭიროებათ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადგამოჩენილ პარტიებს.
ნაშრომი სწორედ ახალი პარტიების მხრიდან, ნდობისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, საარჩევნო კამპანიაში “ცნობილი სახეების” გამოყენების საკითხს მოიცავს. კერძოდ, კვლევაში ძირითადი აქცენტი გამახვილებულია 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ახალ პარტიებზე. აღნიშნული წლები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დასამახსოვრებელია იმით, რომ ის ეკუთვნის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სხვადასხვა საერთაშორისო თანამგეობრობაში ინტეგრაციისკენ სწრაფვის ეპოქას, რა დროსაც დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებში “ცნობილი სახეები” არამხოლოდ ვინმეს ან რაიმეს მხარდასაჭერად გამოიყენებოდნენ, არამედ ისინი საკუთარი პოლიტიკური პარტიისა და საკუთარი კანდიდატურის გამარჯვებისთვის ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი.
ნაშრომი ემსახურება დაადგინოს, რატომ იყენებენ ახალი პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ “ცნობილ სახეებს” და რამდენად ზემოქმედებს ეს მეთოდი ამომრჩეველზე.

The victory in the election depends on using modern marketing methods in pre-election period. One of the methods is to use celebrities in the campaign, which means to express support towards any party or candidate in public. The celebrities help parties to increase their awareness and to gain the trust, to say it in modern language, celebrities are used to PR parties.
The main idea of PR is to obtain friendliness for a certain subject in society. PR is to establish a harmonious and positive relationship between society and organization. This is especially needed for newly formed parties in the political arena.
The thesis deals with the use of celebrities in election campaigns to increase trust and awareness of new parties. In particular, the thesis is focused on new parties participating in 2012 and 2016 parliamentary elections. These years in Georgian political life are remembered by the fact that it belongs to the epoch of the country's democratic development and the integration of various international co-operatives, while democratic elections, celebrities used not only to support anyone or anything, but they were involved in fighting for their political party and their own candidacy.
The thesis serves to determine why new political parties use celebrities for pre-election period and how this method affects voters.
URI: https://openscience.ge/handle/1/1123
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA-Thesis.-Tabeshadze_1 politmec.pdf“ცნობილი სახეები” 2012-2016 წლების საარჩევნო კამპანიაში1.1 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

251
checked on Apr 29, 2024

Download(s)

923
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.