გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1115
სათაური: ინფორმაციის გამჟღავნების მნიშვნელობა საკორპორაციო სამართალში
ავტორები: ბატიაშვილი, ლადო 
ხელმძღვანელი: მახარობლიშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ბუღალტრული (ფინანსური) აღრიცხვა
საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება
შესადარისობა
დარიცხვის მეთოდი
სუფთა (წმინდა) ბრუნვა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი საკორპორაციო სამართალში ინფორმაციის გამჟღავნებისა და ფინანსური გამჭვირვალობის მნიშვნელობას შეეხება. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის ეფექტური კორპორაციული მართვა ინფორმაციის გასაჯაროების პოლიტიკის არარსებობისა და არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში თითქმის წარმოუდგენელია, ინფორმაციის გამჟღავნების ზოგადი პრინციპების, პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომების, საერთაშორისო მოთხოვნებისა და ეროვნულ დონეზე კანონმდებლობების მიმოხილვა და გაანალიზება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გარდა იმისა, რომ ნაშრომი შედარებით-სამართლებრივი პერსპექტივიდან განიხილავს ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, იგი საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირებასაც ახდენს. ამასთან, ნაშრომი შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც პრაქტიკაში წარმოქმნილი კორპორაციული მართვის პრობლემებისა და გამოწვევების გაანალიზებისა და გადაწყვეტის შედეგად ჩამოყალიბდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სამაგისტრო ნაშრომი დეტალურად შეეხება დღეისთვის საქართველოში ინფორმაციის გამჟღავნების კუთხით არსებულ მდგომარეობას, კერძოდ, რეფორმას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 8 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ინიციატივით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო . ახალმა კანონმა ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოაცხადა წინამორბედი, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგებისა და სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების (სმგ) მომზადებისა და საზედამხედველო ორგანოსათვის ანგარიშგებების წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები დაადგინა. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმა ეტაპობრივად, 2016 წლის ივნისიდან ხორციელდება. მოცემულ ნაშრომში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგები დეტალურად არის მიმოხილული. ამასთან, გაანალიზებულია ის ძირითადი ეფექტები, რომელსაც ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმა ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ახდენს. გარდა ამისა, ნაშრომი აფასებს, რეალურად უზრუნველყოფს თუ არა რეფორმა ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/1115
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro batiashvili.pdfინფორმაციის გამჟღავნების მნიშვნელობა საკორპორაციო სამართალში923.1 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

422
checked on May 2, 2024

გადმოწერა

280
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.