Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1115
DC FieldValueLanguage
dc.contributor.advisorმახარობლიშვილი, გიორგიka
dc.contributor.authorბატიაშვილი, ლადოka
dc.date.accessioned2019-12-16T13:44:47Z-
dc.date.available2019-12-16T13:44:47Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/1115-
dc.description.abstractწინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი საკორპორაციო სამართალში ინფორმაციის გამჟღავნებისა და ფინანსური გამჭვირვალობის მნიშვნელობას შეეხება. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის ეფექტური კორპორაციული მართვა ინფორმაციის გასაჯაროების პოლიტიკის არარსებობისა და არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში თითქმის წარმოუდგენელია, ინფორმაციის გამჟღავნების ზოგადი პრინციპების, პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომების, საერთაშორისო მოთხოვნებისა და ეროვნულ დონეზე კანონმდებლობების მიმოხილვა და გაანალიზება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გარდა იმისა, რომ ნაშრომი შედარებით-სამართლებრივი პერსპექტივიდან განიხილავს ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, იგი საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირებასაც ახდენს. ამასთან, ნაშრომი შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც პრაქტიკაში წარმოქმნილი კორპორაციული მართვის პრობლემებისა და გამოწვევების გაანალიზებისა და გადაწყვეტის შედეგად ჩამოყალიბდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამაგისტრო ნაშრომი დეტალურად შეეხება დღეისთვის საქართველოში ინფორმაციის გამჟღავნების კუთხით არსებულ მდგომარეობას, კერძოდ, რეფორმას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 8 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ინიციატივით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო . ახალმა კანონმა ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოაცხადა წინამორბედი, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგებისა და სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების (სმგ) მომზადებისა და საზედამხედველო ორგანოსათვის ანგარიშგებების წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები დაადგინა. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმა ეტაპობრივად, 2016 წლის ივნისიდან ხორციელდება. მოცემულ ნაშრომში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგები დეტალურად არის მიმოხილული. ამასთან, გაანალიზებულია ის ძირითადი ეფექტები, რომელსაც ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმა ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ახდენს. გარდა ამისა, ნაშრომი აფასებს, რეალურად უზრუნველყოფს თუ არა რეფორმა ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოებით.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectბუღალტრული (ფინანსური) აღრიცხვაka
dc.subjectსაერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგებაka
dc.subjectშესადარისობაka
dc.subjectდარიცხვის მეთოდიka
dc.subjectსუფთა (წმინდა) ბრუნვაka
dc.titleინფორმაციის გამჟღავნების მნიშვნელობა საკორპორაციო სამართალშიka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.grantfulltextopen-
item.fulltextWith Fulltext-
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro batiashvili.pdfინფორმაციის გამჟღავნების მნიშვნელობა საკორპორაციო სამართალში923.1 kBAdobe PDFView/Open
Show simple item record

CORE Recommender

Page view(s)

422
checked on May 2, 2024

Download(s)

280
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.