გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1114
სათაური: სუროგაციის ხელშეკრულების სუბიექტების სამართლებრივი მდგომარეობა
ავტორები: ახალაძე, ნატალია 
ხელმძღვანელი: კვანტალიანი, ნუნუ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სუროგაცია
სუროგაციის სამართლებრივი რეგულირება
ეთიკურ-სამართლებრივი დილემა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
დღესდღეობით სუროგაცია ითვლება ყველაზე გავრცელებულ რეპროდუქციულ ტექნოლოგიად, რომელიც ხელმისაწვდომია მილიონობით მსურველისათვის, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ არსებობს მისი რეგულირების უნიფიცირებული მოდელი. გამომდინარე იქიდან, რომ სუროგაცია არის მეტად კომპლექსური „უშვილობის მკურნალობის მეთოდი“, ის იწვევს აზრთა სხვადასხვაობას მრავალი მიზეზის გამო.
იურისდიქციების მიხედვით განსხვავდება არა მარტო რეგულირების სტილი, არამედ პრაქტიკაში დანერგილი ტერმინებიც. სუროგაციის პროცესში გამოსაყენებელი ტერმინოლოგიის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის გავლენას ახდენს საზოგადოების დამოკიდებულების ფორმირებაზე. გაერთიანებული სამეფოს ადამიანის განაყოფიერებისა და ემბრიოლოგიის ორგანომ 2018 წლის შემუშავებულ პრაქტიკის კოდექსის მე-9 გამოცემაში „ტერმინი სუროგატი დედის“ ნაცვლად გამოიყენა მხოლოდ „სუროგატი“ და „შემკვეთი წყვილის“ ნაცვლად „პოტენციური მშობლები“. სიტყვა „დედა“ გამიზნულად არის ამოღებულია და დატოვებულია მხოლოდ სუროგატი, რადგან ადამიანების ცნობიერებაში არ მოხდეს მისი ბიოლოგიურ დედასთან გაიგივება. მსგავსი მიდგომა აქვს ამერიკის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრს, ის ქალს, რომელიც ატარებს მასთან გენეტიკური კავშირის არმქონე ბავშვს, უწოდებს გესტაციურ მატარებელს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1114
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro akhaladze.pdfსუროგაციის ხელშეკრულების სუბიექტების სამართლებრივი მდგომარეობა1.05 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

389
checked on May 1, 2024

გადმოწერა

3,478
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.