გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1107
სათაური: უდანაშაულობის პრეზუმფცია და მისი განხორციელების გარანტიები
ავტორები: მირზაშვილი, ტასო 
ხელმძღვანელი: გოგნიაშვილი, ნინო 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: უდანაშაულობის პრეზუმფცია
ჟურნალისტური ეთიკა
რეფორმა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამართალწარმოების პროცესში მოქმედებს მანამ, სანამ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს პირის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. უდანაშაულობის პრეზუმფცია მხოლოდ ზოგადი პრინციპი არ არის, იგი სამართლებრივი დაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტია.
საერთაშორისო და შიდა საკანონმდებლო ნორმებით უდანაშაულობის პრეზუმფცია აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი უფლება და დაცვის გარანტი პირისთვის, რომელსაც ბრალს სახელმწიფო სდებს. მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერია მტკიცებულებათა ერთობლიობა, ან რამდენად მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებენ ისინი არავის აქვს უფლება დაარღვიოს პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია, უფლება, რომელიც ბრალდებულს აძლევს საშუალებას არ გახდეს საზოგადოებისგან იზოლირებული. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება ეკისრება არა მხოლოდ ბრალდების მხარეს, არამედ პროცესში მონაწილე სხვა სუბიექტებსაც მათ შორის მედიასაც.
აღნიშნული თემის აქტუალობა გამომდინარეობს მისი შინაარსის გააზრებისას წამოჭრილი პრობლემების გამოკვეთის, გამოკვლევისა და გადაჭრის გზების ძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნაშრომში განხილული იქნება პრობლემური საკითხები კერძოდ: უდანაშაულობის პრეზუმფციის მოქმედების ფარგლები, უნდა წყვეტდეს თუ არა ის მოქმედებას პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე და ხომ არ უნდა მიჰყვებოდეს ის პირს აპელაციასა და კასაციაში.
ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა მედიის მიერ თავისი ქმედებებით ბრალდებულის დამნაშავედ გადაქცევა. შესაძლოა თუ არა ის გამართლდეს საჯარო ინტერესით და სად გადის ზღვარი უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვასა და პროფესიული საქმიანობის შესრულებას შორის.
URI: https://openscience.ge/handle/1/1107
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro mirzashvili.pdfუდანაშაულობის პრეზუმფცია და მისი განხორციელების გარანტიები794.02 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

191
checked on May 18, 2024

გადმოწერა

4,299
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.