Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1107
Title: უდანაშაულობის პრეზუმფცია და მისი განხორციელების გარანტიები
Authors: მირზაშვილი, ტასო 
Advisor: გოგნიაშვილი, ნინო 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: უდანაშაულობის პრეზუმფცია
ჟურნალისტური ეთიკა
რეფორმა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამართალწარმოების პროცესში მოქმედებს მანამ, სანამ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს პირის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. უდანაშაულობის პრეზუმფცია მხოლოდ ზოგადი პრინციპი არ არის, იგი სამართლებრივი დაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტია.
საერთაშორისო და შიდა საკანონმდებლო ნორმებით უდანაშაულობის პრეზუმფცია აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი უფლება და დაცვის გარანტი პირისთვის, რომელსაც ბრალს სახელმწიფო სდებს. მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერია მტკიცებულებათა ერთობლიობა, ან რამდენად მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებენ ისინი არავის აქვს უფლება დაარღვიოს პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია, უფლება, რომელიც ბრალდებულს აძლევს საშუალებას არ გახდეს საზოგადოებისგან იზოლირებული. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება ეკისრება არა მხოლოდ ბრალდების მხარეს, არამედ პროცესში მონაწილე სხვა სუბიექტებსაც მათ შორის მედიასაც.
აღნიშნული თემის აქტუალობა გამომდინარეობს მისი შინაარსის გააზრებისას წამოჭრილი პრობლემების გამოკვეთის, გამოკვლევისა და გადაჭრის გზების ძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნაშრომში განხილული იქნება პრობლემური საკითხები კერძოდ: უდანაშაულობის პრეზუმფციის მოქმედების ფარგლები, უნდა წყვეტდეს თუ არა ის მოქმედებას პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე და ხომ არ უნდა მიჰყვებოდეს ის პირს აპელაციასა და კასაციაში.
ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა მედიის მიერ თავისი ქმედებებით ბრალდებულის დამნაშავედ გადაქცევა. შესაძლოა თუ არა ის გამართლდეს საჯარო ინტერესით და სად გადის ზღვარი უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვასა და პროფესიული საქმიანობის შესრულებას შორის.
URI: https://openscience.ge/handle/1/1107
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro mirzashvili.pdfუდანაშაულობის პრეზუმფცია და მისი განხორციელების გარანტიები794.02 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

190
checked on May 3, 2024

Download(s)

4,284
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.