გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1106
სათაური: პრეიუდიცია სისხლის სამართლის პროცესში
ავტორები: ბუხრაშვილი, ნათია 
ხელმძღვანელი: გოგნიაშვილი, ნინო 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: პრეიუდიცია
შეჯიბრებითობის პრინციპი
პრეიუდიციის გამოყენების შეზღუდვა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
თანამედროვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა მრავალი ცვლილება განიცადა დღემდე. ამ ცვლილებების მიზანი, პირველ რიგში, არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი სისხლის სამართლის სამართალწარმოების დამკვიდრება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული. შეჯიბრებითობა მხარეებს შორის გარანტირებული უნდა იყოს როგორც სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში, ისე გამოძიების დროს. ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე კანონმდებლობა მხარეებს აძლევს თანაბარ შესაძლებლობებს. აღნიშული პრინციპი თანაბარ მდგომარეობაში და პირობებში აყენებს მხარეებს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, მოსამართლის წინაშე მათი წარმოდგენის, გამოკვლევისა და ანალიზის მხრივ.
მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, წარმოადგენს პრეიუდიცია. მისი დეფინიცია ერთი მუხლის ფარგლებშია მოცემული, თუმცა შინაარსობრივად და პრაქტიკულად ძალიან ფართოდ არის შესაძლებელი ამ განმარტების გაგება. პრეიუდიცია, მარტივად რომ ვთქვათ, არის შემთხვევა, როდესაც მტკიცების პროცესში გამოიყენება მტკიცებულების ეკვივალენტური ინფორმაციის წყარო და სასამართლო მას იღებს მტკიცებულებად. ეს რეგულირება გვხვდებოდა 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, მაგრამ დღევანდელი ვერსია შეიცავს გარკვეულ მატერიალურ და პროცედურული ხასიათის ცვლილებებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1106
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro bukhriashvili.pdfპრეიუდიცია სისხლის სამართლის პროცესში762.83 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

325
checked on May 17, 2024

გადმოწერა

2,258
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.