Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. პრეიუდიცია სისხლის სამართლის პროცესში
 
  • Details

პრეიუდიცია სისხლის სამართლის პროცესში

Date Issued
2019
Author(s)
ბუხრაშვილი, ნათია  
Advisor
გოგნიაშვილი, ნინო  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1106
Abstract
თანამედროვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა მრავალი ცვლილება განიცადა დღემდე. ამ ცვლილებების მიზანი, პირველ რიგში, არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი სისხლის სამართლის სამართალწარმოების დამკვიდრება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული. შეჯიბრებითობა მხარეებს შორის გარანტირებული უნდა იყოს როგორც სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში, ისე გამოძიების დროს. ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე კანონმდებლობა მხარეებს აძლევს თანაბარ შესაძლებლობებს. აღნიშული პრინციპი თანაბარ მდგომარეობაში და პირობებში აყენებს მხარეებს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, მოსამართლის წინაშე მათი წარმოდგენის, გამოკვლევისა და ანალიზის მხრივ.
მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, წარმოადგენს პრეიუდიცია. მისი დეფინიცია ერთი მუხლის ფარგლებშია მოცემული, თუმცა შინაარსობრივად და პრაქტიკულად ძალიან ფართოდ არის შესაძლებელი ამ განმარტების გაგება. პრეიუდიცია, მარტივად რომ ვთქვათ, არის შემთხვევა, როდესაც მტკიცების პროცესში გამოიყენება მტკიცებულების ეკვივალენტური ინფორმაციის წყარო და სასამართლო მას იღებს მტკიცებულებად. ეს რეგულირება გვხვდებოდა 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, მაგრამ დღევანდელი ვერსია შეიცავს გარკვეულ მატერიალურ და პროცედურული ხასიათის ცვლილებებს.
Subjects

პრეიუდიცია

შეჯიბრებითობის პრინც...

პრეიუდიციის გამოყენებ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro bukhriashvili.pdf

Description
პრეიუდიცია სისხლის სამართლის პროცესში
Size

762.83 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):9a34403b985c7f6f6cd5a95d93018b2c

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings